in

კიტემ კაშიას და კანკავას აჯობა, შახტარელები გამოვარდნენ – ქართველები ევროთასებზე

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ტრადიციულად გაიმართა ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მატჩები, სადაც ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ. თანაც მოგეხსენებათ, ჩვენების გუნდები ერთმანეთს გადაეყარნენ.
მოკლედ, მოხდა ისე,რომ მომდევნო ეტაპზე ორი ქართველი გავიდა.

ევროპის ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩში დონეცკის „შახტარი „მარსელს“ ესტუმრა, 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა (პირველი მატჩი 2:2).
„შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ირაკლი აზაროვი იყო, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია.
ირაკლი აზაროვმა 85-ე წუთამდე ითამაშა, გაშვებულ გოლებში მისი ბრალეულობა არ არის, მაგრამ მაინც დაბალი შეფასებები მიიღო: Flashscore.com – 5.8; Whoscored.com – 5.8; Sofascore.com – 6.2.

მარსელი – შახტარი 3:1
გოლები: 0:1 სუდაკოვი (12, პენ), 1:1 ობამეიანგი (23), 2:1 სარი (74), 3:1 კონდოგბია (81)

„ყარაბაღმა“ პორტუგალიურ „ბრაგას“ უმასპინძლა და 10 ფეხბურთელით დარჩენილი 2:3 დამარცხდა. თუმცა აზერბაიჯანის ჩემპიონს პირველი თამაში 4:2 ჰქონდა მოგებული და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგოებში იყო.

კონფერენს ლიგის 1/16-ში ფინალში ბრატისლავის „სლოვანმა“ გრაცის „შტურმს“ შეხვდა. ამ მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო. „სლოვანში“ ძირითადში იყვნენ გურამ კაშია (86-ე წუთზე შეცვალეს) და ჯაბა კანკავა, ხოლო „შტურმში“ – ოთარ კიტეიშვილი (65-ე წუთზე შეცვალეს).

ჩვენები შეფასებები ასეთია:
ოთარ კიტეიშვილი: Flashscore.com – 6.8; Sofascore.com – 6.6.
გურამ კაშია: Flashscore.com – 7.3; Sofascore.com – 7.2.
ჯაბა კანკავა: Flashscore.com – 6.5; Sofascore.com – 6.7.

სლოვანი – შტურმი 0:1
გოლი: ბიერეტი (52)
გაძევება: ბლეკმანი (90+2, სლოვანი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ველოდებით მძიმე, ძალიან მძიმე მატჩს – საქართველო დღეს ევროპას იწყებს

როგორ უნდა მოექცეს ნაპოლი კვარას: გაუფრთხილდეს თუ სიმკაცრე დაანახოს – მოსაზრებები იყოფა