in

როგორ უნდა მოექცეს ნაპოლი კვარას: გაუფრთხილდეს თუ სიმკაცრე დაანახოს – მოსაზრებები იყოფა

„ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრასა და ხვიჩა კვარაცხელიას საქციელზე მსჯელობა არ წყდება. მოგეხსენებათ, ჩვენიანს თამაში არ წაუვიდა და ახალმა მწვრთელმა ის მოედნიდან გაიყვანა, რამაც ქართველი ფეხბურთელი გაანაწყენა. უმრავლესობა კვარას საქციელს არ ამართლებს.

“ბარსელონასთან” “ნაპოლის” და კვარაცხელიას თამაშზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი გამოცემა გუნდით და მისი მწვრთნელით, ფრანჩესკო კალცონათი კმაყოფილია, ზოგი ნაკლებად.

ilmattino წერს, რომ კვარაცხელიას შეცვლა კალცონას სიამაყის ღამე იყო. მისი მოედნიდან გაყვანა გზავნილს წარმოადგენდა, რომ ხელშეუხებლები არ არსებობენ. კალცონა ავტორიტეტებს არ ცნობს, რაც თავიდანვე გამოჩნდა“.

Gazzetta dello sport წერს, რომ მწვღთნელის მხრიდან თავის პირველივე მატჩში კვარაცხელიას შეცვლა ვაჟკკაცური საქციელია.

„ნაპოლის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფრანჩესკო გრილომ მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„რა შეიძლება ითქვას კვარაცხელიას შეცვლაზე? ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ კალცონას თავის დამკვიდრება და ხასიათის გამოვლენა სურს, უნდა აჩვენოს, რომ ხისტი მწვრთნელია. იმედია, სიტუაცია გაუმჯობესდება და ყველაფერი კარგად იქნება.
„ბარსასთან“ ცვლილებებს ნაწილობრივ ვეთანხმები, რადგან კვარაცხელიამ და ოსიმენმა მაღალ დონეზე ვერ ითამაშეს.
შეცვლის შემდეგ კვარაცხელიას რეაქცია იმასაც ნიშნავს, რომ „ნაპოლის“ მოთამაშეებს შორისაც არ არის ჯანსაღი ვითარებაა. დე ლაურენტისი უნდა შეეცადოს, მაღალი დონის მენეჯერი და მწვრთნელი დაიქირაოს“.

calciomercato კვარას შენარჩუნებაზე წერს:
„კვარაცხელია გაბრაზებულია. შეცვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან შევიდა, სახვევი გაზონზე მოისროლა. მოედნიდან გაყვანისას მან ნეგატიური რეაქცია რუდი გარსიას და მაძარის დროსაც გამოხატა. კვარაცხელია არ არის მშვიდი და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორია მისი ფინანსური მომავალი. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მესამე ყველაზე დაბალანაზღაურებადია და უკვე კარგა ხანია ხელშეკრულების კორექტირებას ითხოვს. თუ კარგი შეთავაზება არ გაკეთდება, კვარაცხელია, ისევე, როგორც ოსიმენი, შეიძლება დაგვემშვიდობონ“.

Areanapoli კი ხვიჩას იცავს:
„საკუთარ თავზე გაბრაზდა და არა სხვა ვინმეზე. ამით სურთ ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ და მისი “ნაპოლიდან” წასვლის სურვილზე წერენ, რაც სიმართლე არაა“.

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ კაშიას და კანკავას აჯობა, შახტარელები გამოვარდნენ – ქართველები ევროთასებზე

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები განახლდა, ზემოთ არაფერი იცვლება