in

ჩვენები გააფრთხილეს: ერთმა მოიგო, მეორემ წააგო – შეხვედრა ყოფილთან

ევროპაში ევროტურნირები საკვალიფიკაციო ეტაპით გრძელდება. ქართული კლუბების გამოვარდნის შემდეგ, ჩვენი ყურადღება სხვა გუნდებში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზეა. გუშინ ორმა „ქართულმა“ გუნდმა ითამაშა.

ბრატისლავის „სლოვანმა“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში კვიპროსის ჩემპიონს, ლიმასოლის „არისს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

„სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო, ხოლო გურამ კაშია სათადარიგოებში დარჩა. კანკავა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უხეშობისთვის გააფრთხილეს.

განმეორებითი შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება.

კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში კვიპროსის აპოელ ბელგიურ „გენტს“ ესტუმრა და 0:2 წააგო.

აპოელ-ის შემადგენლობაში იყვნენ ლაშა დვალი და გუნდის კაპიტანი გიორგი ქვილითაია. შეგახსსენებთ, ქვილითაია ადრე სწორედ „გენტში“ გამოდიოდა.

მე-40 წუთზე ქართელმა თავდამსხმელმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 59-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა. ქვილითაია 72-ე წუთზე შეცვალეს.

ბელგიელებმა გოლები 77-ე და 90+2-ე წუთებზე გაიტანეს.

განმეორებითი თამაში 31 აგვისტოს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იაპონელები საქართველოზე: გუნდი, რომელმაც ევროპაში თავისი ძალა უკვე აჩვენა

ჩემპიონი აშშ გახდება, საქართველო ყველაზე სუსტ ჯგუფშია – ჟურნალისტების პროგნოზი