in

იაპონელები საქართველოზე: გუნდი, რომელმაც ევროპაში თავისი ძალა უკვე აჩვენა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი დღეს, 25 აგვისტოს იწყება. საქართველოს ნაკრები კი პირველ მატჩს 26-ში კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამარავს.

ჩვენი ჯგუფის მატჩები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე იმართება. ქალაქ ნაჰას აეროპორტში ნამდვილად იგრძნობა, რომ ქვეყანა ასეთ დიდ საკალათბურთო ფორუმს მასპინძლობს – ფლაერებიდან დაწყებული დიდი ბანერები ხალხს „ოკინავა არენაზე“ ეპატიჟება.

აეროპორტში შეხვდებით სლოვენიელი დონჩიჩის, კაბოვერდელი ტავარეშის დიდ პლაკატებს… თუმცა ფლაერებისა და ჟურნალების გარდა არსად ჩანს არც შენგელია, არც შერმადინი და არც ხუთჯვრიანი დროშა.

ჟურნალ ONE-ში ჩემპიონატის თანამასპინძელმა იაპონელებმა სპეციალური ჩანართი მიუძღვნეს მსოფლიოს საკალათბურთო პირველობას, სადაც ორი გვერდი ჩვენი ჯგუფის გუნდებს ეთმობა.

საქართველოს ნაკრებზე მოკლედ, მაგრამ საინტერესოდ წერია:

„ეს არის „შავი ცხენი“ (გუნდი, რომლისგანაც ბევრს არ ელიან, მაგრამ მოლოდინების საწინააღმდეგოდ მაღალ შედეგს უჩვენებს – ავტ), რომელმაც ევროპაში თავისი ძალა უკვე უჩვენა.

ქართველებმა მეორედ ითამაშეს მუნდიალის შესარჩევი და პირველად მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე.

გუნდის მთავარი ფიგურები არიან თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. შესარჩევ ეტაპზე მათ გუნდის ქულების 59.9 პროცენტი ჩააგდეს.

საქართველოს ნაკრები ევროპულ სცენაზე მაღალი დონის გუნდად ითვლება, ვნახოთ, გახდება თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე „შავი ცხენი“.

იაპონელებმა ყველა გუნდში გამოყვეს საკვანძო კალათბურთელები. ჩვენს ნაკრებში ასეთია გიორგი შერმადინი. აი, რას წერენ 216. სმ სიმაღლის ქართველზე.

„გიორგი შერმადინი დიდი ხანია, ევროპულ კალათბურთში მაღალ დონეზე თამაშობს. ქართველებმა შესარჩევი ეტაპის ბარიერი რომ გადალახეს მისი დიდი დამსახურება იყო.

შერმადინზე მსოფლიო ჩემპიონატზეც ბევრი იქნება დამოკიდებული“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანილაში ზურაბ საკანდელიძის დიდების დარბაზში წარდგენის ცერემონია გაიმართა

ჩვენები გააფრთხილეს: ერთმა მოიგო, მეორემ წააგო – შეხვედრა ყოფილთან