in

კიტემ შტურმს მოაგებინა, კაშიამ სლოვანს, კვეკვესკირმაც შეიტანა წვლილი: ქართველები ევროტურნირებზე

გუშინ ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მატჩები გაიმართა და ითამაშეს ქართველებმაც, თანაც წარმატებით.

კონფერენს ლიგის მე-5 ტურში „სლოვანმა“ერევნის „პიუნიკს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (2:1). ძირითადში გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე იყვნენ, ჯაბა კანკავა ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო არ იყო. აი გამარჯვებაში კი გურამ კაშიამ დიდი როლი ითამაშა.

47-ე წუთზე რეალური საგოლე მომენტი ჩაკვეტაძემ შექმნა, მაგრამ მისი პასის შემდეგ ვაისი-უმცროსმა ორიოდე მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.
64-ე წუთზე სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ.
„სლოვანმა“ მთელი ძალებით შეუტია და თამაში შემოატრიალა. 84-ე წუთზე ფლანგური გადაცემა უძლიერესი დარტყმით კაშიამ დააგვირგვინა და ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე პირველი გოლი გაიტანა.
ერთ წუთში მეორე გოლიც გავიდა, ერიკ რამირესმა ულამაზესი მაკრატელა გაიტანა და „სლოვანი“ 8 ქულით ჯგუფში გალიდერდა.

პოზნანის „ლეხმა“ ვენის „აუსტრიასთან“ სტუმრად 1:1 ითამაშა და პლეი ოფში გასვლის შანსიც აქვს.
ნიკა კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი 74-ე წუთზე შევიდა.
სტუმრები 48-ე წუთზე დაწინაურდნენ. ეპიზოდი საჯარიმოს სიახლოვიდან კვეკვესკირის დარტყმით დაიწყო, ბურთი მეკარემ მოიგერია და შიმჩაკს მიუგორდა, მისი პასით კი იშჩაკმა შეაგდო.
5 ტურის შემდეგ „ლეხმა“ 6 ქულა დააგროვა, ბოლო ტურში ლიდერს „ვილეარეალს“ (13 ქულა) მასპინძლობს.

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ნიდერლანდური „ფეიენოორდი“ მიიღო და ქართველი ნახევარმცველის შესანიშნავი გოლით 1:0 მოიგო.
კიტეიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ ამ ჯგუფში უნიკალური ვითარება იყო – ყველა მატჩი ფრედ დასრულდა და შესაბამისად ყველა გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდათ.
გადამწყვეტი გოლი 90+3-ე წუთზე გავიდა. კიტეიშვილმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, მეკარისგან დაუცველ კუთხეში ბრწყინვალედ დაარტყა და „შტურმს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
5 ტურის შემდეგ „შტურმი“ 8 ქულით „ლაციოსთან“ ერთად გალიდერდა. ბოლო ტურში „შტურმი“ დანიაში „მიდტიულანდს“ (5) ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნოემბერში სამი ერთმანეთზე მაგარი ტესტია: გამარჯვებები გვჭირდება

დონჩიჩის ფეერიული პერფორმანსი და ირვინგი&დურანტის 76 ქულა