წარმატებული გამოდგა ქართველი სპეციალისტის შოთა არველაძის მისვლა “ჰალში”. ჩემპიონშიპის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა გუნდმა (მე-18 ადგილი 24 გუნდში) მის სიახლოვეს მყოფი “სუონსი” მიიღო და პირველსავე ტაიმში გატანილი გოლებით 2:0 მოუგო.
სხვათა შორის, “ჰალმა” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას კომფორტულად, 12 ქულით დაშორდა. გუნდს 13 ქულა აშორებს მე-6 ადგილს, საიდანაც შესაძლებელია ბრძოლა პრემიელრიგაში დასაბრუნებლად.
შოთამ მოგებით დაიწყო: ჰალმა სუონსი დაამარცხა
ქომაგები ახალი მწვრთნელს იმედიანად შეხვდნენ და თბილი დახვედრაც მოუწყვეს. სტადიონზე მისული ქართველი ნორჩ ქომაგებს, ბავშვებს მიესალმა და მერე კი ემოციურად უხელმძღვანელმა ახალ გუნდს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ვიდეო:გამარჯვების შემდეგ ჰალის ქომაგებმა შოთის უმღერეს
GIPHY App Key not set. Please check settings