in ,

გიორგი ლორია: 8 კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას “ანორთოსისის” მეკარე გიორგი ლორია ერთ-ერთ კვიპროსულ არხს სტუმრობდა, რომელშიც გამოცდილმა ქართველმა ფეხბურთელმა კორონავირუსის პერიოდში მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ასაკის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ფიზიკურ მომზადებას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი. არ მეგონა, რომ კორონავირუსი ჩემზე ასე იმოქმედებდა: 8 კილოგრამი დავიკელი, ტემპერატურა 39-ზე დაბლა არ ჩამოდიოდა, საწოლიდან ვერ ვდგებოდი.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2 კვირა დავისვენე, შემდეგ კონფერენს ლიგაზე “რაპიდის” წინააღმდეგ მომიწია თამაში. ეს რთული იყო, რადგან მაშინ ფორმაში არ ვიყავი.

თუ კიდევ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, მათ ვეტყვი, რომ ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია, რათა ეს პანდემია დავასრულოთ”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაპიტნის გარეშე და 6 დებიუტანტით: შავი ლომის სამატჩო რაზმი ცნობილია

ეს დღეც დაგვიდგა: საშინელი მატჩი და მარცხი რუსეთის სოფლის გუნდთან