ავტორიტეტული გერმანული სპორტული გამოცემა Sportbild საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ინტერვიუს აქვეყნებს. სანიოლი ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს და მათ შორის ყურადღებას ქართული ფეხბურთის გამორჩეულ ტალანტს ხვიჩა კვარაცხელიაზეც ამახვილებს. ფრანგი სპეციალისტი ინტერვიუში ამბობს, რომ კვარაცხელია სათამაშო სტილით ფრანკ ფრენკ რიბერს წააგავს.
“საქართველოს ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი ტალანტი აქვს. ხვიჩა სათამაშო სტილის თვალსაზრისით ფრენკ რიბერს წააგავს.ის ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს. არის ძალიან სწრაფი, რისკიანი, აქვს კარგი დარტყმა და პასის კულტურა. კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” დატოვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა არის გუნდში სადაც არის მაღალი დონის მწვრთნელი, რომელიც მას სამომავლო განვითარებისთვის დაეხმარება. იგი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და შესაძლოა ამ ეტაპზე “ბაიერნისთვის” მზად არ იყოს, მაგრამ ბუნდესლიგის ისეთი კლუბებისთვის, როგორებიცაა: ლევერკუზენის “ბაიერი”, “დორტმუნდი”, “გლადბახი” ხვიჩა მზადაა.”-თქვა სანიოლმა
ვილი სანიოლმა მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში 277 შეხვედრა ჩაატარა.
GIPHY App Key not set. Please check settings