in ,

ვის მისცეს ჩვენებმა ხმა: კვარაცხელია მეათეა

ფიფამ The Best-ის ცერემონია ჩაატარა და 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. საუკეთესოებს ნაკრების გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე მედიისა და ფანების ასახელებდნენ.

2023 წლის ფეხბურთელი მესი გახდა: ფიფას The Best-ის ყველა გამარჯვებული

საქართველოს ნაკრების კაპიტნის გურამ კაშიას სამეული ასეთია: მესი, მბაპე, კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კი ასეთი არჩევანი გააკეთა: კვარაცხელია, ჰოლანდი, როდრი.
მედიის გამოკითხვაში ტრადიციულად მონაწილეობდა გაზეთ „სარბიელის“ დამფუძნებელი ზურაბ ფოცხვერია, მისი არჩევანია: კვარაცხელია, გიუნდოგანი, როდრი.

გამარჯვებული ლეო მესი გახდა, რომელმაც 476 ხმა მიიღო მწვრთნელებისგან, 677 – კაპიტნებისგან, 315 – მედიისგან, 613 – ფანებისგან.

48 ქულა მიიღო ერლინგ ჰოლანდმაც, თუმცა მესიმ გაიმარჯვა კაპიტნებისგან მიღებული ხმების მეტი რაოდენობის ხარჯზე (577).
მესამე ადგილზე გასულმა კილიან მბაპემ 35 ქულა დააგროვა.

მე-10 ადგილზე აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 7 ქულას მოუყარა თავი.

კევინ დე ბრუინი – 34, ვიქტორ ოსიმენი – 24, როდრი – 24, ხულიან ალვარესი – 21, ბერნარდო სილვა – 18, ილქაი გიუნდოგანი – 13, ხვიჩა კვარაცხელია – 7, მარსელო ბროზოვიჩი – 7, დეკლან რაისი – 1.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2023 წლის ფეხბურთელი მესი გახდა: ფიფას The Best-ის ყველა გამარჯვებული

ვიდეო: ბითაძე სასტარტოში გამყარდა – 29 წუთში 11 მოხსნა, 3 ქულა და მოგება ნიუ იორკში