in

ვინ მისცა ხმა ხვიჩას და როგორ მოუგროვდა მე-10 ადგილი: რუსეთი საქართველოსკენაა

ფიფამ სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესოები გამოავლინა. 2023 წლის ფეხბურთელი რატომღაც ლეო მესი გახდა, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, არც არაფერი გაუკეთებია ამ პერიოდში და აჯობა ჰოლანდს, მბაპეს და კიდევ ბევრს, რომლებთაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. პირველ რიგში კი ალბათ „სიტის“ ესპანელი როდრი უნდა გამოვყოთ, რომელსაც საოცარი და დიდებული სეზონი ჰქონდა და თან უამრავი გუნდური და ინდივიდუალური ტიტულით დატვირთული. თუმცა ეს სხვა თემაა, ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მე-10 პოზიციაზე აღმოჩდა ხვიჩა კვარაცხელია. ცხადია, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიფას გამოკითხვაში ქართველი მოხვდა.

ფიფას გამოკითხვაში ხმას აძლევენ ეროვნული ნაკრები გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ჟურნალისტები.

ვის მისცეს ჩვენებმა ხმა: კვარაცხელია მეათეა

ვნახოთ ვინ გამოარჩია კვარაცხელია. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა პირველ ადგილზე რუსეთის ნაკრების კაპიტანმა დაასახელა, ჩვენიანი ასევე გამოყო რუსმა ჟურნალისტმა ოლეგ კოშელევმა:

ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები

საქართველო (ვილი სანიოლი) – პირველი ადგილი
კვიპროსი (თემურ ქეცბაია) – მესამე ადგილი
ცენტრალური აფრიკა (რაულ სავოი) – მეორე ადგილი
ბერმუდი (მაიკლ ფინდლი) – მესამე ადგილი
ფიჯი (ტიმო იანკოვსკი) – მესამე ადგილი
ისრაელი (ალონ ჰაზანი) – მესამე ადგილი
ნეპალი (ვინჩენცო ანეზე) – მეორე ადგილი

ეროვნული ნაკრებების კაპიტნები

საქართველო (გურამ კაშია) – მესამე ადგილი
რუსეთი (გიორგი ჯიქია) – პირველი ადგილი
კოსოვო (ამირ რაჰმანი) – მეორე ადგილი
დომინიკა (გლენსონ პრინსი) – მესამე ადგილი

მედია

საქართველო (ზურაბ ფოცხვერია) – პირველი ადგილი
მალტა – პირველი ადგილი
ლიეტუვა – მეორე ადგილი
სამხრეთი აფრიკა – მეორე ადგილი
ტაჯიკეთი – მეორე ადგილი
ალჟირი – მესამე ადგილი
რუმინეთი – მესამე ადგილი
რუსეთი – მესამე ადგილი
უგანდა – მეორე ადგილი
იემენი – მესამე ადგილი
მონტენეგრო – მესამე ადგილი
ჰონგ-კონგი – მესამე ადგილი
უნგრეთი – მესამე ადგილი
ისლანდია – მესამე ადგილი
ფინეთი – მესამე ადგილი
დანია – მესამე ადგილი
კამბოჯა – მესამე ადგილი
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები – მესამე ადგილი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტი კვარაცხელიას თვალს ადევნებს

პსჟ მბაპეს შემცვლელად ხვიჩას განიხილავს