in ,

მამარდაშვილის ბრწყინვალე ასპარეზობა სილესენისთვის საზიანოა: ნიდერლანდელი შესაძლოა პსვ-ში გაანათხოვრონ

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიაში” სადებიუტო სეზონშივე ნამდვილი ფურორი მოახდინა. 21 წლის ქართველი მეკარე, რომელიც “ვალენსიას” სარეზერვო გუნდისთვის ჩაიყვანეს ესპანეთში, მეორე გუნდის შემადგენლობაში ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია, რადგან თავიდანვე ძირითადი გუნდის წევრი გახდა.

პირველივე სეზონში გიორგიმ ლა ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ქართველს ესპანეთის ჩემპიონატში 477-წუთიანი მშრალი სერია აქვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მამარდაშვილის ასეთი კარგი თამაში შესაძლოა ნიდერლანდელი იასპერ სილესენისთვის საზიანო გამოდგეს, რადგან ნიდერლანდელი ხშირად ტრავმიანობს, საპასუხოდ მამარდაშვილი კი, ბრწყინვალე მატჩებს ატარებს. სილესენს, რომელსაც “ღამურებთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, შესაძლოა ზაფხულში იჯარით “პსვ ეინდჰოვენში” აღმოჩნდეს..

ვიდეო: მოსვლის დღიდან ვცდილობ დავამტკიცო, რომ შემიძლია კარგი მეკარე გავხდე -გიორგი მამარდაშვილი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი: ხვიჩა სტილით რიბერის წააგავს – დორტმუნდის დონის გუნდისთვის მზადაა

ვიდეო: პასუხი გასცა როგორი უნდა იყოს თანამედროვე ბურჯი: ჟვანიას ბრწყინვალე ლელო საფრანგეთში გამოარჩიეს