in ,

ხაუმეს და სილესენთან მოგებული დუელის შემდეგ, მამარდაშვილი ვალენსიას კარში მომავლის პროექტად მკვიდრდება – ესპანური მედია

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე შეხვედრები ჩაატარა და ამ სეზონში მთლიანად ჩემპიონატის აღმოჩენაა. გიორგიმ ამ სეზონში “ღამურების” მაისურით 21 შეხვედრა ითამაშა და 9-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

მამარდაშვილის კარგ თამაშს ესპანური მედია ეხმიანება.

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ახალი სახე იყო ამ სეზონში, ბრწყინვალე შეხვედრები ჩაატარა და შეგვიძლია იმის თქმა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველი “ვალენსიას” პირველი მეკარე იქნება.
ახალგაზრდა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, უმაღლეს დონეზე დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარეა და უკვე მოახერხა გუნდის ძირითად მეკარედ დამკვიდრება. მას შემდეგ, რაც სეზონის მიმდინარეობისას გიორგიმ რთული პერიოდი და არაერთი დაბრკოლება გადალახა, დაარწმუნა გუნდის სამწვრთნელო სტაფი და ხელმძღვანელობა, რომ სამომავლოდ პრიორიტეტი მასზე გაკეთდეს.

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიამ ოფიციალურად დეკემბერში 850 000 ევროს სანაცვლოდ გაიფორმა. გიორგის გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა. გერმანული Transfermarket 21 წლის მეკარეს 5 მილიონ ევროდ აფასებს ასევე, გუნდმა უკვე დაიწყო მამარდაშვილისთვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებაზე მუშაობა”, – წერს ესპანური გამოცემა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინმა ვაკამოტოჰარუ დაამარცხა და ნაცუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

ვიდეო: პარუნაშვილის საოცარი მაკრატელა დანიაში