in

მამარდას ევროტურნირების გუნდში გადასვლა უნდა: გიორგი ყველაზე მეტ პენალტს იღებს

ესპანურმა გამოცემამ, „დიარიო ასმა“ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც დაკონკრეტებულია, ლა ლიგის კლუბი ქართველ ფეხბურთელს რა პირობით გაუშვებს.

„გიორგი მამარდაშვილი მიიჩნევს, რომ კარიერაში შემდეგი ნაბიჯი ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე თამაში იქნება, თუმცა თუ მაღალი დონის გუნდი არ გამოჩნდება, კარიერის „ვალენსიაში“ გაგრძელებასაც არ გამორიცხავს. კლუბის მეპატრონეს, პიტერ ლიმს სურს, რომ იმ ფეხბურთელების ტრანსფერებთან დაკავშირებით, რომლებზეც კლუბს შეთავაზებები აქვს, დროულად დაიწყოს მოლაპარაკებები – ასეთ მოთამაშეთა შორის მამარდაშვილიცაა.

ქართველის ტრანსფერზე უფრო კონკრეტულ წინადადებებს ზაფხულში ელიან. კლუბში მისი შენარჩუნება შეუძლებლად მიაჩნიათ და ტრანსფერში სოლიდური თანხის მიღება სურთ. მეკარესა და მის გარემოცვას იმედი აქვთ, რომ ახალი გუნდი, სადაც გიორგი გადავა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე ითამაშებს, ხოლო მამარდაშვილი ძირითადი შემადგენლობის მეკარე იქნება.

რა თქმა უნდა, მამარდაშვილის ტრანსფერი კონკრეტულ თანხად ფასდება და ამ ციფრის შეცვლას არავინ აპირებს. თუ ქართველი მეკარე ნამდვილად გადაწყვეტს წასვლას, „ვალენსია“ ტრანსფერის სანაცვლოდ 25-დან 30 მილიონი ევროს მიღებას შეეცდება“, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პენალტი მოიგერია. „ვალენსიის“ მეკარემ უკვე 3 თერთმეტმეტრიანი დარტყმა აიღო, – ამის შესახებ ესპანური კლუბის პრეს-სამსახური წერს.

„მეკარე გიორგი მამარდაშვილი წინსვლას განაგრძობს. „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ ლა ლიგის სეზონში ყველაზე მეტი პენალტი (3) მოიგერია.

„ვალენსიის“ ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონატში მათ წინააღმდეგ 423 პენალტი დაინიშნა, საიდანაც 284 (67%) გამოიყენეს, 93 კარს ასცდა და 46 მეკარემ მოიგერია. ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „ვალენსიის“ მეკარეებმა ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტები მოიგერიეს.

მამარდაშვილმა თავის კარიერაში კვლავ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. ის ამჟამად არის მეკარე, რომელმაც ლა ლიგის 2023–24 წლების სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში ყველაზე მეტი, 3 პენალტი მოიგერია.

მამარდაშვილის შესანიშნავი თამაშის წყალობით, მოწინააღმდეგეებმა „ვალენსიას“ კარი მხოლოდ 34-ჯერ აიღეს და ლა ლიგის იმ ოთხ გუნდს შორისაა, რომლებმაც ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს. ეს სტატისტიკა ქართველი მეკარის დამსახურებაა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მამარდაშვილმა კარი „მშრალად“ 12 მატჩში (9 „მესტალიაზე“ და 3 სტუმრად) შეინახა.

აღსანიშნავია, რომ „ვალენსიის“ მეკარემ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი (69) ჩაატარა ლა ლიგის კიპერებს შორის და წინა სეზონებში დაფიქსირებული „მშრალი“ მატჩების პირადი რეკორდი გააუმჯობესა – წელს გოლი 12 შეხვედრაში არ გაუშვია“, – წერს „ვალენსიის“ ვებგვერდი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ მაგარი გაიტანა, შტურმს დუბლის შანსი აქვს

ვინ გაწვრთნის ხვიჩას? სია სამ კაცამდე შემცირდა