in ,

მამარდაშვილით ტოტენჰემი ინტერესდება

საქართველოს ნაკრების მეკარის და ლა ლიგის გასული სეზონის ერთ*ერთი აღმოჩენის გიორგი მამარდაშვილის კლუბში დიდი ამბებია. კლუბის პრეზიდენტი ოფიციალურად განთავისუფლებულია, რომელსაც აუდიოჩანაწერები გამოუქვეყნეს, რომ კარლოს სოლერის გუნდიდან უფასოდ წასვლის შემთხვევაში სი მას მოკლავდა. ასევე, კლუბმა უკვე შეატყობინა ხოსე ბორდალასს, რომ მასთან თამამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებენ,

თავის მხრივ ბევრი საინტერესო იწერება გიორგი მამარდაშვილის შესახებ. ესპანური marca ავრცელებს ინფორმაციას,, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემდეგ მამარდაშვილის შეძენით “ტოტენჰემია” დაინტერესებული.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა წერს, რომ ლონდონური კლუბი უკვე ფიქრობს უგო ლორისის შეცვლაზე, რომელიც 36 წლისაა. თან “ტოტენჰემსა” და “ვალენსიას” ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “ღამურებს” წელს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, მამარდაშვილზე ლონდონური კლუბის შანსები იზრდება.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის განვლილ სეზონში 18 შეხვედრა გამართა, რომელთაგანაც 8-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა. 3 მატჩი ითამაშა კოპა დელ რეიზეც, მათ შორის თასის ფინალშიც.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მათ ჩემპიონთა თასს ჩაუარეს: იმედგაცრუებისა და სინანულის გალერეა

რაც მეტს გავიტანთ, მით უკეთესი – საქართველო გიბრალტარის დასამარცხებლად ემზადება