in

ვინ გაწვრთნის ხვიჩას? სია სამ კაცამდე შემცირდა

„ნაპოლი“ მომდევნო სეზონში სხვა გუნდი იქნება. სულ უფრო ხშირად იწერება მოსალოდნელ ცვლილებებზე. ბევრ ფეხბურთელს ალბათ მოუწევს გუნდის დატოვება, ცხადია მივლენ ახლებიც. თუმცა ჯერ გადასაწყვეტია ერთი საკვანძო საკითხი – ვინ იქნება მწვრთნელი? ამჟამინდელი სლოვაკი სპეციალისტი ფრანჩესკო კალცონე მოგეხსენებათ დროებით არის, სეზონის ბოლომდე.

ბოლო პერიოდში თითქოს გამოიკვეთა ანტონიო კონტეს კანდიდატურა, თუმცა იტალიელს თავისი პირობები აქვს. კლუბის პრეზიდენტი დე ლაურენტისი კი ის კაცი არ არის, ბრმად იაროს სხვის ულტიმატუმებზე.

მას შემდეგ, რაც თითქმის გადაწყდა, რომ „მილანი“ დაითხოვს სტეფანო პიოლის, უმალ დაიწერა, რომ ის „ნაპოლის“ ინტერესებში მოექცა, თანაც ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ. პიოლით ასევე “ბოლონიაც” ყოფილა დაინტერესებული.

არის მესამე კანდიდატიც – ჯანპიერო გასპერინი „ატალანტადან“.

როგორც იტალიური პრესა წერს, სწორედ ამ სამ მწვრთნელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და არჩევანი ერთ-ერთზე გაკეთდება.
თუმცა დე ლაურენტისის ხასიათიდან გამომდიონარე, სხვაც შეიძლება მოხდეს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას ევროტურნირების გუნდში გადასვლა უნდა: გიორგი ყველაზე მეტ პენალტს იღებს

საქართველოს 15 „მილიონერი“ ფეხბურთელი ჰყავს: ჯგუფში ყველაზე იაფი ჩვენ არ ვართ