in

ცოლიც მყავს, შვილებიც, მაგრამ სხვა ლამაზი ქალიც მიზიდავს: გასპერინიმ ნაპოლის მწვრთნელობაზე ისაუბრა

ჯან პიერო გასპერინიმ „ატალანტას“ ისტორიაში პირველი ევროპული ტიტული მოაგებინა. მისმა გუნდმა ევროპა ლიგის ფინალში სეზონის განმავლობაში დაუმარცხებელი ლევერკუზენის „ბაიერი“ დასცა – 3:0.

პარალელურად მოგეხსენებათ, რომ „ნაპოლი“ ახალი მწვრთნელის ძიებაში და უამრავი კანდიდატის სახელთან ერთად გასპერინიმაც გაიჟღერა, თანაც პრიორიტეტად. 66 წლის სპეციალისტმა „ნაპოლის“ ინტერესზე კომენტარი გააკეთა:

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ. პრეზიდენტს ხვალ დაველაპარაკები. ვნახოთ.

უჩვეულო სიტუაციაში ვარ. თითქოს დაქორწინებული ვარ, შვილები მყავს, მაგრამ არაჩვეულებრივად ლამაზ ქალს ვხვდები.

შესაძლოა ეს საუკეთესო შედარება არ იყოს, რომლის მოყვანა სატელევიზიო ეთერში შეიძლება“, – თქვა ფინალში მოგების შემდეგ გასპერინიმ.

მართლაც და ვნახოთ, რომელ „ქალთან“ დარჩება უკვე ასაკში შესული მწვრთნელი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ-ის კონკრეტიკა: 200+ მილიონი კვარასა და ოსიმენში

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტშია: უეფამ სტამბოლი და ბეშიქთაში ამოიჩემა