in

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტშია: უეფამ სტამბოლი და ბეშიქთაში ამოიჩემა

უეფას აღმასკომმა ევროთასების ფინალური მატჩების მასპინძელი ქალაქები და სტადიონები დაასახელა.

2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბუდაპეშტი უმასპინძლებს, „პუშკაშ არენა“. 2027 წლის ფინალის თაობაზე გადაწყვეტილებას სექტემბრამდე მიიღებენ, რადგან უეფა „სან სიროს“ რეკონსტრუქციის გეგმებზე ინფორმაციას ელოდება.

2026 წლის ევროპა ლიგის ფინალი სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ სტადიონზე გაიმართება. 2027 წელს გადამწყვეტ მატჩს ფრანკფურტში ითამაშებენ.

კონფერენს ლიგის 2025/2026 წლების ფინალი ლაიპციგში დაინიშნა. 2027 წლის ფინალი კი ისევ სტამბოლში და ისევ „ბეშიქთაშის“ სტადიონზე იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცოლიც მყავს, შვილებიც, მაგრამ სხვა ლამაზი ქალიც მიზიდავს: გასპერინიმ ნაპოლის მწვრთნელობაზე ისაუბრა

ვიდეო: მსოფლიო რეკორდი – გუნდებმა 56 პენალტი დაარტყეს და ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარეს