in

ვიდეო: მსოფლიო რეკორდი – გუნდებმა 56 პენალტი დაარტყეს და ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარეს

ისრაელში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს პენალტების სერიის ხანგრძლივობით.

მესამე დივიზიონის პლეი-ოფის ნახევარფინალში „დიმონა“ და „შიმშონი“ შეხვდნენ, 2:2 ითამაშეს და საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მიიყვანეს.

გუნდებმა 56 პენალტი დაარტყეს – თითომ 28. მოიგო „დიმონამ“ ანგარიშით 23:22.

პენალტების სერიის ხანგრძლივობის წინა რეკორდი 2022 წლის მარტში დაფიქსირდა ინგლისში. მაშინ „ვაშინგტონმა“ „ბედლინგტონი“ 54-პენალტიან სერიაში დაამარცხა ერნესტ არმსტრონგის მემორიალური თასის შეხვედრაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტშია: უეფამ სტამბოლი და ბეშიქთაში ამოიჩემა

ყველაზე კარგი ბრაზილიელები ევროპაში: ფენომენი რონალდო პირველია