in

ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ყველა მონაწილე ცნობილია: ჩვენებიც არიან

ევროტურნირებზე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა.

ევროპა ლიგაზე ითამაშებს „აიაქსში“ ახალმისული გიორგი მიქაუტაძე, აქვეა ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ და ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“.

ევროპა ლიგაზე ვერ მოხვდა და კონფერენს ლიგის ჯგუფში ვნახავთ კაშია-კანკავას „სლოვანს“.

ევროპის ლიგის გათამაშებაზე წილისყრის წინ ისინი ოთხ კალათაში არიან განაწილებული:

I კალათა: ლივერპული, ვესტ ჰემი (ორივე – ინგლისი), ვილიარეალი (ესპანეთი), რომა, ატალანტა (ორივე – იტალია), ლევერკუზენი (გერმანია), აიაქსი (ნიდერლანდები), რეინჯერსი (შოტლანდია);

II კალათა: ბეტისი (ესპანეთი), მარსელი, რენი (ორივე – საფრანგეთი), სპორტინგი (პორტუგალია), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ლინცერი (ავსტრია), სლავია (ჩეხეთი), ყარაბახი (აზერბაიჯანი);

III კალათა: ბრაიტონი (ინგლისი), ფრაიბურგი (გერმანია), სპარტა (ჩეხეთი), მიოლდე (ნორვეგია), უნიონი (ბელგია), მაკაბი ჰაიფა (ისრაელი), შტურმი (ავსტრია), შერიფი (მოლდოვა);

IV კალათა: ტულუზა (საფრანგეთი), პანათინაიკოსი, აეკ (ორივე – საბერძნეთი), ბაჩკა ტოპოლა (სერბეთი), სერვეტი (შვეიცარია), რაკოვი (პოლონეთი), არისი (კვიპროსი), ჰაკენი (შვედეთი).

ჯგუფური ეტაპის წილისყრა მონაკოში თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება.

კონფერენს ლიგაზე წილისყრამდე გუნდები ოთხ კალათაში გაანაწილეს:

I კალათა: აინტრახტი (გერმანია), დინამო (ხორვატია), გენტი, ბრიუგე (ორივე – ბელგია), ალკმაარი (ნიდერლანდები), ფენერბაჰჩე (თურქეთი), ლილი (საფრანგეთი), ფერენცვაროში (უნგრეთი).

II კალათა: პაოკ (საბერძნეთი), სლოვანი (სლოვაკეთი), მაკაბი თელ ავივი (ისრაელი), პლზენი (ჩეხეთი), ასტონ ვილა (ინგლისი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ფიორენტინა (იტალია), ბოდო გლიმტი (ნორვეგია).

III კალათა: გენკი (ბელგია), ზარია (უკრაინა), ასტანა (ყაზახეთი), ბეშიქთაში (თურქეთი), ჰიკ (ფინეთი), ტრნავა (სლოვაკეთი), ოლიმპია (სლოვენია), ლეგია (პოლონეთი).

IV კალათა: ზრინსკი (ბოსნია), კლაკსვიკი (ფარერები), აბერდინი (შოტლანდია), ჩუკარიჩკი (სერბეთი), ლუგანო (შვეიცარია), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), ნორდსიელანდი (დანია), ბალკანი (კოსოვო).

ჯგუფური ეტაპების წილისყრა მონაკოში თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა საზონოვი ტორინოს ფეხბურთელია: ოფიციალურად

ქალაქელები: ჰოლანდი და გვარდიოლა წლის საუკეთესოები არიან – უეფამ ჯილდოები ჩამოარიგა