in ,

ვიდეო: მოსვლის დღიდან ვცდილობ დავამტკიცო, რომ შემიძლია კარგი მეკარე გავხდე -გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩიდან 8-ჯერ საკუთარი კარი მშრალად აქვს შენახული და 477 წუთიანი მშრალი სერია აქვს, “ვალენსიას” პრესსამსახურთან მიცემულ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

“ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, როგორც პირადად მე, ისევე გუნდმა და მთავარი მიზანი კოპა დელ რეის ფინალში გამარჯვებაა. “ვალენსიაში” მოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და აქ მოსვლის პირველივე დღიდან ვდილობდი დამემტკიცებინა, რომ მეც შემეძლო კარგი მეკარე გავმხდარიყავი.

“ვალენსიაში” ჩემი ცხოვრება ვარჯიშიდან ვარჯიშამდეა. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ და ვდილობ უკეთესი გავხდე. ხანდახან ქალაქშიც ვსეირნობ ხოლმე. ქუჩაში ქომაგები მცნობენ. ყველა დიდ სითბოს და სიყვარულს იჩენს ჩემს მიმართ და მათი მადლობელი ვარ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხმამაღალ განცხადებებს არ გავაკეთებ: ძალიან რთული იქნება, მაგრამ იტალიასთან მოსაგებად ვიბრძოლებთ – ლევან მაისაშვილი

საბა კვირკველია გაგრაში უსასყიდლოდ ითამაშებს