in

ხმამაღალ განცხადებებს არ გავაკეთებ: ძალიან რთული იქნება, მაგრამ იტალიასთან მოსაგებად ვიბრძოლებთ – ლევან მაისაშვილი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულში ისტორიულ დაპირისპირებას გამართავს. ზაფხულის ტესტმატჩების ფარგლებში, უკვე დადასტურებულად საქართველოს იტალია ეწვევა.

Sport4me.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით მატჩს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” უმასპინძლებს.

ოფიციალურად დადასტურდა ისიც, რომ 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კარდიფში უელსს ესტუმრება.

იტალიასთან მოახლოებულ ისტორიულ მატჩზე სასაუბროდ Sport4me.ge “ბორჯღალოსნების” მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს ესაუბრა.

“იტალიას ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ყავს. ბოლო წლებში ეს გუნდი საკმაოდ პროგრესირებს და მათი პროგრესი განვლილ 6 ერზეც გამოჩნდა, როდესაც იტალიამ “პრინციპალითი სთედიუმზე” უელსის დაამარცხა. ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ჩვენ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ახლაც ასე იქნება.

ბოლო პერიოდში ტიერ 1-ის გუნდებს, როდესაც ვეთამაშეთ: სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ფიჯი ყველასთან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. კრიტიკოსებს რა გამოლევს და მუდმივად ნახავენ რამეს, მაგრამ ამ გუნდების წინააღმდეგ თამაშვა აჩვენა, რომ ვითარდებით და ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ შეგვიძლია ჩვენი სათქმელი ვთქვათ.

შანსებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ არაფერს დავთმობთ და იტალიასთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.”-გვითხრა ლევან მაისაშვილმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ძირითადისთვის ჯერ მზად არაა, მაგრამ აქვს მონაცემები დიდი ფეხბურთი ითამაშოს – იტალიელი აგენტი

ვიდეო: მოსვლის დღიდან ვცდილობ დავამტკიცო, რომ შემიძლია კარგი მეკარე გავხდე -გიორგი მამარდაშვილი