in

ეს ფრე წაგებაა: საქართველომ შანსი ვერ გამოიყენა და დაისაჯა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე მოსაგები თამაში ვერ მოიგო. ბორჯღალოსნებმა ვერ შეძლეს პორტუგალიის დამარცხება – 18:18. მოგება კი არა ბეწვზე გადავრჩით წაგებას. ჯერ რომ არალოგიკური ლელო დავდეთ მატჩის ბოლოს და იქვე მეტოქეს ჯარიმის უფლება ვაჩუქეთ, რომელიც ვერ გამოიყენა და ამიტომაც არ წავაგეთ. არადა, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ჩვენები 13:0-ს იგებდნენ, ბევრად მეტი ქულსი აღების შესაძლებლობა ჰქონდათ და თითქოს მშვიდად უნდა მიგვეყვანა თამაში მორიგ გამარჯვებამდე. თუმცა, მეორე ტაიმი საშინელი გამოვიდა.

ეს რა დაგვემართა: საქართველომ პორტუგალიას ვერ მოუგო – 18:18

თამაში მატჩის შემდეგ ჩვენებმა შეაფასეს.

ლევან მაისაშვილი (მთავარი მწვრთნელ):

„კარგად დავიწყეთ და პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყველა ასპექტში ვჯობდით მეტოქეს. ლელოს დასადებად ბევრი შანსი გვქონდა, სულ ცოტა 4 მაინც, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.
მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა, პორტუგალია კარგად ათამაშდა, ჩვენ კი უპირატესობა დავთმეთ და მეტოქეს ბევრის გაკეთების საშუალება მივეცით. სანამ სიტუაციაში გავერკვიეთ, თამაშზე კონტროლი დავკარგეთ და მეტოქეს დაწინაურების შესაძლებლობა მივეცით.

როდესაც აგებ, ჩქარობ და შეცდომებსაც უშვებ. გადამწყვეტი რაქში თამაში აღმოჩნდა, სადაც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და საბოლოოდ დავისაჯეთ. დაშვებულმა შეცდომებმა შედეგზეც იმოქმედა და გამარჯვება ხელიდან გავუშვით.
თუ ვინმესთვის ეს ფრე ფრეა, ჩვენთვის ის წაგების ტოლფასია“.

მერაბ შარიქაძე:
„ასე ხდება ყოველთვის, როცა შანსს ვერ იყენებ. პირველ ტაიმში შექმნილი მომენტების 50 პროცენტიც რომ გამოგვეყენებინა, დიდი ანგარიშით მოვიგებდით.
რიგ ეპიზოდებში უკეთ უნდა გვეთამაშა და გული მწყდება, რომ ვერ შევძელით.
წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს, ფიჯისთან და უელსთან, უნდა მოვინდომოთ და მაგარი თამაშები ჩავატაროთ“.

ლუკა მატკავა:
„მიზანს ვერ მივაღწიეთ, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რითიც კარგად ისარგებლა მეტოქემ, თავისი შანსები ხელიდან არ გაუშვა.
დარჩენილი თამაშებისთვის ასმაგად მოტივირებულები ვიქნებით. მართალია, ფიჯიც და უელსიც ძლიერი მეტოქეები არიან, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და ამ ორ შეხვედრაში ყველაფერი გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს რა დაგვემართა: საქართველომ პორტუგალიას ვერ მოუგო – 18:18

შენგელია სუპერთასის ფინალშია: ფინალი დღესაა