in

ეს რა დაგვემართა: საქართველომ პორტუგალიას ვერ მოუგო – 18:18

მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს ჯგუფში სამი ძალიან ძლიერი მეტოქე ერგო და ერთი კარგად ნაცნობი პორტუგალია, რომელსაც მეორე ეშელონში მუდმივად ვუგებთ. შესაბამისად, ერთი „გარანტირებული“ მოგება ფრაგულ მუნდიალზე გვქონდა. თავიდან ასეც იყო – ბორჯღალოსნებმა უკვე მე-2 წუთზე დაალელოვეს, მერე და მერე 13:0 დაწინაურდნენ, აშკარად უპირატესობაც ჩვენსკენ იყო, სხვა ასაღები ქულები ვერ ავიღეთ და ის, რომ პირველ ტაიმში მეტოქეს ანგარიში შევამცირებინეთ, სანერვიულო მაინც არაფერი გვქონია, მით უმეტეს, რომ ტაიმის ბოლოს პორტუგალია კაცნაკლული დარჩა და მეორე ნახევარიც მეტნი ვიყავით.

თურმე სად ხარ: პორტუგალიამ შესაძლოა ისტორიაში საუკეთესო ტაიმი ითამაშა, ჩვენ კი აშკარად უარესი – უამრავი შეცდომა, ვერაფერი შეტევაში (თითქმის), ბურთი სულ მეტოქეს, დაცვაში სუსტი და შეცდომებით სავსე თამაში და ლაღმა პორტუგალიამ ჩამორჩენა შეამცირა, გაათანაბრა და წინაც გავიდა. ასეთი ცუდი (სუსტი) საქართველო კარგა ხანია არ გვინახავს.

ფორტუნამ ბოლომდე არ გაგვწირა და კიდევ კარგად გაგვიმართლა. მატჩის ბოლოს, იშვიათი და შემთხვევითი შეტევისას, ისეთი ლელო დავდეთ, კარგა ხანს უყურებდნენ გამეორებაზე და ბოლოს მოგვანიჭეს ლელო და ანგარიში გავაყაიმეთ. თუმცა გარდასახვა კიდეზე უწევდა და ბურთი აცდა მიზანს.
მეორეჯერაც გაგვიმართლა. ჩვენი ლელოს მერე ერთი წუთი რჩებოდა, თითქოს ფრთაშესხმულები წინ უნდა წავსულიყავით, მაგრამ ჯარიმა ავიკიდეთ და პორტუგალია სიხარულმა მოიცვა – დაარტყი ჯარიმა ზუსტად და მოგება ჯიბეშია. ასე ვაჩუქეთ შანსი მეტოქეს, რომელმაც ის ვერ გამოიყენა და იღბალმა კი ფრე ჩაგვიწერა.

თუმცა ამ ფრეს არც გამართლება აქვს და არც ფასი ადევს.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 18:18

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 სექტემბერს, ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეს დარტყმულის პასი: მიქაუტაძე არ ათამაშეს – ჩვენები ევროტურნირებზე

ეს ფრე წაგებაა: საქართველომ შანსი ვერ გამოიყენა და დაისაჯა