in ,

ძირითადისთვის ჯერ მზად არაა, მაგრამ აქვს მონაცემები დიდი ფეხბურთი ითამაშოს – იტალიელი აგენტი

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლში” მომავალ ტრანსფერთან დაკავშირებით იტალიელმა აგენტმა ვინჩენცო მორაბიტომ ქართველი ფეხბურთელის შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

“კრისტიანო ჯუნტოლი (ნაპოლის სპორტული დირექტორი) არ ცდება ხოლმე და მას კარგად შეუძლია ტალანტების აღმოჩენა. ხვიჩა კვარაცხელიას ნამდვილად დიდი ტალანტი აქვს და მას შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში. შესაძლოა ამ ეტაპზე იგი ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად არ იყოს, მაგრამ მას ტალანტი ნამდვილად აქვს და “ნაპოლში” ადაპტაციის გავლა დასჭირდება, თავის შესაძლებლობების სრულფასოვნად წარმოსაჩენად.”-თქვა იტალიელმა აგენტმა

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დატოვა. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბათუმის “დინამოსთან” 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით “ნაპოლსა” და კვარაცხელიას შორის კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია და ზაფხულში ხვიჩა ნეაპოლელებთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაფასებაც ასეთი უნდა: დინამო არენაზე ტრიბუნას ალექსანდრე ჩივაძის სახელი მიენიჭა

ხმამაღალ განცხადებებს არ გავაკეთებ: ძალიან რთული იქნება, მაგრამ იტალიასთან მოსაგებად ვიბრძოლებთ – ლევან მაისაშვილი