in ,

დაფასებაც ასეთი უნდა: დინამო არენაზე ტრიბუნას ალექსანდრე ჩივაძის სახელი მიენიჭა

თბილისის “დინამოს” ლეგენდარულ კაპიტანს ალექსანდრე ჩივაძე 8 აპრილს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით “დინამო არენას” სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს.

ფაქტის აღსანიშნავად “დინამო არენას” მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა “დინამოს” ფანებმა შეასრულეს. ამასთან ერთად სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსის პერიმეტრზე სრულად შეიცვალა მანიშნებლები, მათზე დატანილი QR კოდის დახმარებით კი, დაინტერესებულ პირებს ლეგენდარული კაპიტნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. ​

“დინამო არენაზე” ალექსანდრე ჩივაძის სტუმრობის ფარგლებში ჩვენი კლუბის ლეგენდარულ კაპიტანს თბილისის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა და გუნდის კაპიტანმა გიორგი პაპავამ სიმბოლურად სამ ნომრიანი მაისური და საკაპიტნე გადასცეს. 

 სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა. თბილისის “დინამო” ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელების სახელების უკვდავსაყოფად, ამ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხოსე ბორდალასი: ფინალს ვინ ითამაშებს არ გადამიწყვეტია, მაგრამ ახლა მამარდაშვილი თამაშობს და შესანიშნავად

ძირითადისთვის ჯერ მზად არაა, მაგრამ აქვს მონაცემები დიდი ფეხბურთი ითამაშოს – იტალიელი აგენტი