in ,

ხოსე ბორდალასი: ფინალს ვინ ითამაშებს არ გადამიწყვეტია, მაგრამ ახლა მამარდაშვილი თამაშობს და შესანიშნავად

ძალიან მალე გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიას” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის. კოპა დელ რეის თასის ფინალში ‘ღამურები” “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდებიან.

გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” შემადგენლობაში 477 წუთია საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია და მან ბოლოს გოლი “ბარსელონასთან” მატჩში გაუშვა.

“ვალენსიას” მთავარ მწვრთნელს კითხეს, თუ ვინ იქნება თასის ფინალში “ვალენსიას” კარში.

“ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.რა შემადგენლობით ვითამაშებთ ფინალს ჯერ არ გადამიწყვეტია. ჩვენ სამი მეკარე გვყავს. სამივეს მოუწია ამ სეზონში თამაში და სამივემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბოლოს გიორგი მამარდაშვილი თამაშობს და საკმაოდ კარგად და დამაჯერებლადაც გამოიყურება. გიორგიმ რთული პერიოდიც გამოიარა, მაგრამ ახლა შესანიშნავ ფორმაშია. სამივე მეკარე ბევრს შრომობს და თითოეული მზად არის გუნდის დასახმარებლად.”-თქვა ხოსე ბორდალასმა

შეგახსენებთ, კოპა დელ რეის ფინალი 23 აპრილს სევილიაში გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში -ვლადიმირ ვაისი

დაფასებაც ასეთი უნდა: დინამო არენაზე ტრიბუნას ალექსანდრე ჩივაძის სახელი მიენიჭა