in ,

ხოსე ბორდალასი: მამარდაშვილი ბრწყინვალე იყო

საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანური ზღაპარი გრძელდება. “სან მამესზე” ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში გიორგი მამარდაშვილმა 5 სეივი განახორციელა, ბოლოს ინიაკი უილიამსს საოცარი ბურთი აუღო და ზედიზედ მეორედ (სეზონში მესამედ) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი-King of the match გახდა.

მამარდაშვილის საოცარი მატჩი ბილბაოსთან და სეზონში მესამედ king of the match

გიორგის კარგი თამაში “ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა შეაფასა.

ძალიან მძიმე ბრძოლა იყო. ბილბაოს “ატლეტიკი” ,შვენიერ ფორმაშია და გუნდი ჯერ კიდევ ევროსარბიელზე მოსახვედრად იბრძვის. ველოდებოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი არ გვაქვს, მადლობა ჩემს ფეხბურთელებს ბოლომდე ბრძოლისთვის. ბოლო წუთებში მეტოქემ რამდენიმე სახიფათო მომენტი შეგვიქმნა, მაგრამ მამარდაშვილი ბრწყინვალე იყო”-თქვა ხოსე ბორდალასმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ნინიაშვილის ორი ლელო და მატჩის საუკეთესოს წოდება ჩელენჯ ქაფზე

ბედნიერები ვართ, რომ მამარდაშვილი ჩვენი გუნდის წევრია -თანაგუნდელებმა გიორგიზე ისაუბრეს