in

მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება? ესპანურ მედიაში პორტუგალიელის გვარმა გაიჟღერა

plaza deportivo საინტრესო ინფორმაციას ავრცელებს. წყარო ცნობით, “ვალენსიას” ხელმძღვანელებსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს შორის უთანხმოებაა და შესაძლოა “ღამურების” თავკაცმა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დატოვოს.

აღნიშნული ვებგვერდი წერს, რომ “ვალენსიას” ხელმძღვანელობა ხოსე ბორდალასის შემცვლელად 52 წლის პორტუგალიელ რუი ვიტორიას განიხილავს.

რუი ვიტორია სხვადასხვა დროს: “ვიტორია გიმარაეშს”, “ბენფიკას”, საუდის არაბეთის “ან-ნასრის” და მოსკოვის “სპარტაკში” უმუშავია.

ხოსე ბორდალასის ხელმძღვანელობით “ვალენსიამ” წლევანდელი სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და კოპა დელ რეის ფინალში “რეალ ბეტისთან” დამარცხდა.

ბორდალასს “ღამურებთან” კიდევ ერთი წელი აკავშირებს კონტრაქტი და მისი დარღვევის შემთხვევაში “ვალენსიას” კომპენსაციის სახით მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამდენს მისცემენ მბაპეს: არ მითქვამს არა, ვთქვი კი – პოჩეტინოს ტოვებენ?

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის სეზონის აღმოჩენებში მოხვდა