in ,

ხოსე ბორდალასი: ამ ეტაპზე დომენეკი უკეთეს ფორმაშია

გუშინ, ესპანეთის ლა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “ვალენსია” “სევილიას” დაუპირისპირდა და ფრეს 1:1 დასჯერდა.

მე-18 წუთზე “ღამურების” მეკარე იასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად მოედანზე ხაუმე დომენეკი შევიდა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ხოსე ბორდალასმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ ამჯობინა მამარდაშვილს დომენეკი.

“სილესენს საზარდულის პრობლემა აქვს და ამიტომ ვერ შეძლო შეხვედრის გაგრძელება. დომენეკმა კვირას თასზე ითამაშა და ემ ეტაპზე უკეთეს სათამაშო ფორმაშია, ვიდრე გიორგი მამარდაშვილი, თუმცა მამარდაშვილი ვარჯიშებზე კარგად მუშაობს”, – ციტირებს As ბორდალასის სიტყვებს.

21 ტურის შემდეგ, “ვალენსიას” 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა, 7 ბურთი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა. მამარდაშვილი ესპანურმა კლუბმა თბილისის “დინამოდან” გამოისყიდა და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პიცა: ერთ-ერთი საყვარელი კერძია ფეხბურთში – იტალიაში დაშვებულია, როგორ უყურებენ რონალდო და მესი

ჯოკოვიჩმა კორონავირუსის წამალზე მომუშავე კომპანია იყიდა