in ,

სანიოლი: ფრანგულ გუნდებს კვარას ვთავაზობდი, მაგრამ იუარეს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა RMC Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

45 წლის სპეციალისტის თქმით, მან რამდენიმე ფრანგულ გუნდს “კვარას” დამატება შესთავაზა, თუმცა არავინ მოუსმინა.

“როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ხვიჩას ტალანტი მაშინვე შევამჩნიე და 1 წლის განმავლობაში ლიგა 1-ის გუნდებს მის დამატებაში ვარწმუნებდი. ფინანსურად რისკი არ არსებობდა. მხოლოდ ერთმა კლუბმა გამოიჩინა დაინტერესება, თუმცა ტრანსფერი “ნაპოლისთან” უკვე შეთანხმებული იყო.

მათგან ვისმენდი მიზეზებს, რომლებიც ძალიან მაბრაზებდა. მეუბნებოდნენ, რომ ხვიჩა 70-ე წუთისთვის უკვე დაღლილია; ვილი, ის ქართველია და არა ბრაზილიელი, ეს კი ისეთი ჟღერადი არ არის.

ამ გუნდებს შორის “პსჟ” არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ წონად კლუბებზეა საუბარი. მე კვარაცხელია რიბერის მაგობენს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გრემ პოტერის დებიუტი ჩელსიში და საოცარი ერლინგ ჰოლანდი! ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური

სანამ შანსია, ვიბრძოლებთ: ჩრდ მაკედონიის მწვრთნელი ფეხბურთელებით უკმაყოფილოა