in

გრემ პოტერის დებიუტი ჩელსიში და საოცარი ერლინგ ჰოლანდი! ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური

ქართველ ფეხბურთელთა ნამოღვაწარის შესახებ უკვე გიამბეთ და ახლა დანარჩენ მატჩებსაც მივხედოთ, რადგან 7 ძალზე საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ.

“მილანმა” “დინამო ზაგრებს” უმასპინძლა და სადებიუტო გამარჯვებაც მოიპოვა. ჟირუ, სალმაკერსი და პობეგა – როსონერის მხრიდან ამ ხალხმა იჩინა თავი და მატჩი 3:1 დასრულდა.

საინტერესო გამოდგა “შახტარისა” და “სელტიკის” მატჩი, რომელიც ფედ, 1:1 დასრულდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ შოტლანდიელებს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ და უამრავი საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ანატოლი ტრიუბინი გაუვალი აღმოჩნდა.

ტომას ტუხელის ჩამნაცვლებელი გრემ პოტერის დებიუტი შედგა “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც “ჩელსიმ” “ზალცბურგს” უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა. რაჰიმ სტერლინგა მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში გახსნა, მაგრამ მატჩის მიწურულს ნოა ოკაფორმა “მილანის” შემდეგ ლონდონელთა კარიც დალაშქრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

კვლავ დამარცდა “იუვენტუსი” და ამჯერად ლისაბონის “ბენფიკასთან” – 1:2. პირველ ტურში “პსჟ”-თან მარცხის შემდეგ ეს მიჯრით მეორე მარცხი იყო და ტურინელები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

რაც შეეხება “პსჟ”-ს, პარიზელები “მაკაბის” ესტუმრნენ და 3:1 კი მოიგეს, მაგრამ თავიდან ისრაელელები მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, გოლიც გაიტანეს და მედგრადაც უტევდნენ ბობოქარ მეტოქეს. შემდეგ კი კლასმა თავი იჩინა, მბაპე, მესი, ნეიმარი და 3:1.

ერლინგ ჰოლანდის შესაძლებლობებს ზღვარი აქვს? არ ვიცით, რადგან გუშინ ისეთი გოლი გაიტანა იოჰან კრუიფსაც რომ შეშურდებოდა, რადგან ასეთი გოლი, სწორედ იოჰანს აქვს ბარსას მაისურით გატანილი. “სიტიმ” “დორტმუნდს” უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. ჰოლანდისთვის კი ეს მე-13 გოლი იყო სეზონში!

ჰალა მადრიიიდ! სამეფო გუნდმა ისევ მოიგო, ამჯერად “ლაიფციგის” წინააღმდეგ . მშვიდად, მადრიდულად 2:0 და “რეალი” ცხრილის სათავეშია და ჯგუფიდან გასვლის უმთავრესი ფავორიტიც.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამ დღეში სამი: როგორ უნდა მოასწროს ბათუმმა

სანიოლი: ფრანგულ გუნდებს კვარას ვთავაზობდი, მაგრამ იუარეს