in ,

სანიოლი: კვარას სულ ამას ვეუბნები

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, “კვარას” “ნაპოლიში” თამაში მხოლოდ წაადგება და უკეთეს ფეხბურთელად აქცევს.

“კვარაცხელია იტალიაში თავს კარგად გრძნობს. აქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა. მშვენივრად ასპარეზობს, მისი ძალიან მჯერა. როგორც კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდი, “კვარას” საფეხბურთო უნარები მაშინვე შევამჩნიე. ქართველს გამორჩეული საფეხბურთო თვისებები და ეფექტურობის წარმოუდგენელი უნარი აქვს. ვფიქრობ, სპალეტის ხელში კიდევ უფრო გაუმჯობესდება, “ნაპოლის” ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს.

კვარაცხელია ახლა ზრდის ეტაპს გადის, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ყოველთვის ერთ რამეს ვეუბნები – “გააგრძელე თავდაუზოგავი ვარჯიში და ბევრი იშრომე”. უამრავი კარგი მოთამაშე გვინახავს, რომლებმაც ზრდა შეწყვიტეს და ახლა ჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან. არ მინდა, ხვიჩას შემთხვევაშიც ასე მოხდეს. ის ტოპმოთამაშე უნდა გახდეს, წარმატების საიდუმლო კი თავდაუზოგავი შრომაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი კარგად არ მიდის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტრინიტ როდმანი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალი ფეხბურთელი გახდა

სუპერმატჩი თბილისში: ესპანეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა