სტარტი აიღო ინგლისის ჩემპიონშიფმა. მოგეხსენებათ, წლევანდელი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამო (ნოემბერი-დეკემბერი) ევროპის ეროვნული ჩემპიონატები ნაადრევად იწყება.
სასიხარულოა, რომ პირველობა წარმატებით დაიწყო შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“, რომელმაც პირველ ტურში მძიმე ბრძოლაში შინ „ბრისტოლი“ დაამარცხა – 2:1.
თამაში ქართველის გუნდისთვის კარგად ვერ მიდიოდა, მთელი 70 წუთი „ჰალი“ აგებდა, მაგრამ მერე თამაშის შემოტრიალება მოახერხა.
72-ე წუთზე ტუფანმა პენალტით გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ წამატებულ მე-3 წუთზე კი სერიმ გამარჯების გაიტანა და თავის და შოთას გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა.
მე-2 ტურში, 6 აგვისტოს „ჰალი“ სტუმრად „პრესტონს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings