in ,

ფოტო: გოლი და პასი – მიქაუტაძემ საფრანგეთი მაგრად დაიწყო

გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთში მშვენიერი სტარტი გამოუვიდა. დაიწყო ლიგა 2-ის გათამაშებაც, პირველ ტურში ჩვენიანის „მეცი“ „ამიენს“ შეხვდა და დიდი სხვაობით დაამარცხა – 3:0.

ჩვენთვის განსაკურებით აღსანიშნავია, რომ ამ წარმატებაში თავისი წონადი წვლილი საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა შეიტანა. მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

მიქაუტაძე მეტოქის კარს პირველად მე-13 წუთზე დაემუქრა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია. ანგარიში მე-20 წუთზე ლამინ გუიემ გახსნა. ქართველმა თავდამსხმელმა კი მეტოქის მცველის შეცდომით 44-ე წუთზე ისარგებლა და ძლიერი დარტყმით „მეცის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 48-ე წუთზე მისი პასით იბრაჰიმა ნიანემ მესამეც გაიტანა.

გიორგი 77-ე წუთზე შეცვალეს.

მომდევნო მატჩს „მეცი“ 8 აგვისტოს სტუმრად „კაენთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შოთამ მოგებით დაიწყო – ბრძოლაში და ბოლოს

ვიდეო: კაკაბაძე ლიდერია, გაფრინდაშვილმა თან გაიტანა და თან გააგდეს – დვალი წარადგინეს