in ,

ვიდეო: კაკაბაძე ლიდერია, გაფრინდაშვილმა თან გაიტანა და თან გააგდეს – დვალი წარადგინეს

შაბათს პოლონეთში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და ჩვენებმაც ითამაშეს.
სატურნირო ცხრილს 9 ქულით სათავეში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ მოექცა, რომელმაც მე-3 ტურში ვარშავის „ლეგია“ დაამარცხა – 3:0.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.
დაცვაში კარგი თამაშის გარდა, კაკაბაძეს ბოლო წუთებზე გატანაც შეეძლო: ჯერ იყო და 83-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე რეიდი განახორციელა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 86-ე წუთზე ჩვენიანს კიდევ უფრო რეალური შანსი მიეცა, მაგრამ ისევ მეკარე გადაეფარა და სტუმრები აშკარა გოლს გადაარჩინა.

სამაგიეროდ გოლით გამოიჩინა თავი თორნიკე გაფრინდაშვილმა. ლუბინის „ზაგლემბიემ“ სწორედ მისი ერთადერთი გოლით მოუგო სტუმრად „პიასტს“.
61-ე წუთზე ქართველმა შემტევმა კუთხურის შემდეგ პოზიცია კარგად შეარჩია და დამატებაზე კარი აიღო.
თუმცა მალევე ქართველმა ძალიან იუხეშა: მეტოქეს პირდაპირ წვივში ჩაარტყა და გააძევეს.
ძირითად შემადგენლობაში იყო როგორც გაფრინდაშვილი, ასევე გურამ გიორბელიძე (90+2-ე წუთზე შეცვალეს).
„ზაგლემბიეს“ სამ ტურში 4 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.

ამასობაში ნიქოზიას „აპოელმა“ ლაშა დვალთან კონტრაქტი გააფორმა და ამის შესახებ საჯაროდ.
„ჩვენი კლუბი აცხადებს, რომ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია ლაშა დვალთან. 27 წლის ფეხბურთელი თამაშობს ცენტრალურ მცველად. ის საქართველოშია დაბადებული და თავისი ქვეყნის ნაკრების მოთამაშეა. მივესალმებით ლაშა დვალს „აპოელში“ და ვუსურვებთ მას ლურჯ-ყვითელ ფერებში იზეიმოს ტიტულები და ევროპული წარმატებები“, – წერია „აპოელის“ განცხადებაში.
დვალმა ბოლო ოთხი წელი უნგრულ „ფერენცვაროშში“ გაატარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: გოლი და პასი – მიქაუტაძემ საფრანგეთი მაგრად დაიწყო

ახლა ყველაფერი მოგებული აქვს: ლივერპული, ბაიერნი, პსვ – ევროპაში სუპერთასები დაინაწილეს