in ,

ორი ქართველის დებიუტი და კაკაბაძის წინა სიმბოლური: პოლონური ლეგიონი

ევროპული გუნდები ძირითადად ჯერ მოსამზადებელ ეტაპზე არიან, მაგრამ გამონაკლისებიც არის და აგერ პოლონეთში უკვე მეორე ტურის მატჩები ჩატარდა. შესაბამისად, ითამაშეს ჩვენმა იქაურმა ლეგიონერებმა. მათგან ორს დებიუტი ჰქონდა.

გურამ გიორბელიძემ (ნომერი 8) და თორნიკე გაფრინდაშვილმა (ნომერი 9) ლუბლინის „ზაგლებიეს“ ძირითადში იყვნენ ვარშავის „ლეგიასთან“ გასვლით მატჩში. შეხვედრა მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. გიორბელიძემ მე-7 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო გაფრინდაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს.

„კრაკოვიამ“ კელჩეს „კორონას“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. კრაკოველთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმართა რიგებში 65-ე წუთიდან ჩაერთო ლუკა ზარანდია. აღსანიშნავია, რომ კაკაბაძე ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხს“ ბათუმის „დინამოსთან“ კონფერენს ლიგის განმეორებით თამაშამდე „ლეგნიცასთან“ გასვლითი შეხვედრა გადაუდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამარდაშვილმა თამაში ჩააგდო – შეცდომები და 5 გაშვებული გოლი

ნაპოლიმ მეორე ფაზა დაიწყო: ხვიჩა კასტელ დი სანგროშია – კაპელომ ქართველი სალაჰს შეადარა