in ,

გიორბელიძე პოლონეთში გადავიდა, გაფრინდაშვილთან ერთად

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე ლუბინის „ზაგლებიემ“ აიყვანა. ამავე გუნდში კიდევ ერთი ჩვენიანი, თორნიკე გაფრინდაშვილი ითამაშებს.

პოლონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ქართველების ტრანსფერი და წარმატებები უსურვა ჩვენიანებს – კეთილი იყოს შენი მობრძანება ლუბინში და წარმატებები! – წერია კლუბის ფეისბუქ გვერდზე.

პოლონური ექსტრაკლასას კლუბმა 26 წლის გიორბელიძის ტრანსფერი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ გამოისყიდა და ქართველ მცველს ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. მოგეხსენებათ, წინა სეზონი გიორბელიძემ იჯარით დრეზდენის „დინამოში“ გაატარა, რომელიც მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა.

25 წლის ბათუმის „დინამოელი“ თორნიკე გაფრინდაშვილის კონტრაქტი კი 3-წლიანია.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ჩემპიონატი უკვე დაიწყო. გაიმართა პირველი ტურის მატჩები, რომელშიც “ზაგლებიემ” შინ 0:0 ითამაშა ვროცლავის “სლაცკთან”. მომდევნო შევხედრა ჩვენების გუნდს 23-ში უწევს, სტუმრად “ლეგიასთან”.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში კიდვე თამაშობენ ჩვენები – პოზნანის „ლეხის“ ღირსებას ნაკრების წევრები – ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი იცავენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ღვინიაშვილმა ოქრო მოგვიტანა, სულამანიძე ვერცხლს დასჯერდა

კვარა ძალიან მაღალი დონეა: სპალეტი