in ,

ვიდეო: მამარდაშვილმა თამაში ჩააგდო – შეცდომები და 5 გაშვებული გოლი

გიორგი მამარდაშვილს საკონტროლო მატჩი ჩაუვარდა. სულ ცოტა ხნის წინ, „ვალენსია“ გერმანულ „შტუტგარტს“ შეხვდა მისავე „მერსედეს ბენც არენაზე“ (სტადიონის ნაწილი, პირველი იარუსი მინგრეულია და რეკონსტრუქცია უტარდება) და წააგო – 2:5.

პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით და ორივე გოლში შეიძლება ქართველი მეკარის დადანაშაულება, უფრო მეტად კი მეორეში. მამარდაშვილი წინ იყო გამოსული და ბურთი თავზე გადაუგდეს. პირველ ნახევარში გერმანელთა მხრიდან ორივე გოლი ტიაგო ტომასმა შეაგდო (მე-16 და 44-ე წთ). ბარემ ვთქვათ, რომ ესპანელთაგან დუბლი შეასრულა მარკოსს ანდრემ (30-ე და 55-ე წთ).

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, 46-ე წუთზე სილასმა კიდევ ერთი გაუტანა ქართველ მეკარეს.
მეოთხე გოლისას (58-ე წთ) გიორგი უკვე კარში იდგა, მეტიც მეკარის საჯარიმოში გასწვრივ ჩაწოდებულზე მიასწრო პერეამ და არ გასჭირვებია შეგდება.

მატჩის ბოლო წუთზე კი ჩურლინოვი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, ჩვენიანი მეკარე და ცარიელ კარში მშვიდად შეაგორა.

პირველი ნახევრისას ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ტომას ვერმალენმა კომენტარი დატოვა – ეს რა მეკარეა, ეს რა მასხრობაა.

პირველი გოლი მამარდაშვილის კარში

მეორე გოლი მამარდაშვილის კარში

მეოთხე გოლი მამარდაშვილის კარში

მეხუთე გოლი მამარდაშვილის კარში

ვალენსიელი მარკოს ანდრეს პირველი გოლი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს რომ მომხდარიყო: ბარსელონამ რონალდოს ყიდვაზე უარი განაცხადა

ორი ქართველის დებიუტი და კაკაბაძის წინა სიმბოლური: პოლონური ლეგიონი