in ,

ვიდეო: მამარდაშვილი ისევ ძირითადში იყო – ისევ წინ გამოვიდა, მაგრამ აღარ გაუშვია

„ვალენსია“ მორიგ საკონტროლო შეხვედრაში ინგლისურ „ნოტინგემ ფორესტს” ეთამაშა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სასიხარულოა, რომ წინა შეხვედრაში „შტუტგარტთან“ არც თუ დამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ქართველი მეკარე კვლავ ძირითადში იყო და საკმაოდ საიმედოდაც ითამაშა. თუმცა წინა მატჩის მსგავსად ერთხელ აქაც შეცდა: 25-ე წუთზე ინგლისელთა კონტრშეტევისას წინ გავიდა და კარი ცარიელი დატოვა. „ვალენსია“ აშკარა გოლს გადაურჩა, ბურთი ძელს მოხვდა.

ანგარიში „ვალენსიამ“ გახსნა, 42-ე წუთზე კარლოს სოლერმა გაიტანა. „ნოტინგემმა“ ანგარიში 83-ე წუთზე ბრენან ჯონსონის გოლით გაათანაბრა. თუმცა ესპანელთა კარს უკვე დომენეკი იცავდა, რომელმაც ჩვენიანი 66-ე წუთზე შეცვალა. მატჩის მიწურულს დომენეკმა გუნდი აშკარა გოლისგან ოხსნა, როდესაც პირისპირ დარჩენილ მეტოქეს არ გაატანინა.

„ვალენსიას“ მომდევნო შეხვედრა 3 აგვისტოს უწევს “კასტელონთან”, ხოლო ბოლო საკონტროლო მატჩს 6 აგვისტოს უკვე მშობლიურ „მესტალიაზე“ გამართავს და იტალიურ „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრიშტიანოს ცხვრებში ცვლიან: რონალდოს მსურველი გამოუჩნდა, ბარსა ისევ აქტიურობს – სატრანსფერო ამბები

ვიდეო: შოთამ მოგებით დაიწყო – ბრძოლაში და ბოლოს