in

კრიშტიანოს ცხვრებში ცვლიან: რონალდოს მსურველი გამოუჩნდა, ბარსა ისევ აქტიურობს – სატრანსფერო ამბები

ფარერის „კლაკსვიკმა“ კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ 20 ცხვარი შეთავაზა.
კუნძულელები ასე გამოეხმაურნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პორტუგალიელს სურს „მანჩესტერის“ დატოვება. „ჩვენ შევთავაზეთ 20 საუკეთესო ცხვარი რონალდოს სანაცვლოდ. ახლა „იუნაიტედის“ პასუხს ველოდებით“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

„ატალანტამ“ 15 მლნ ევროდ შეიძინა „ლაიპციგის“ ნიგერიელი ვინგერი ლუკმანა.

27 წლის „ატლეტიკოელი“ საული შესაძლოა პოგბას შესაცვლელად მივიდეს „იუვენტუსში“.

„სიტი“ ახლოსაა კუკურელიაზე უარი თქვას. „ბრაიტონი“ 50 მილიონს ითხოვს, „ქალაქელები“ მაქსიმუმ 40-ზე არიან თანახმა.

დე კეტელარე „მილანთან“ ხელფასის თაობაზე დათმობაზე წავიდა, რათა ტრანსფერი დაჩქარდეს. „ბრიუგესთან“ მოლაპარაკებები სრულდება.

ბერნარდო სილვა „რეალსა” და „ბარსას“ შეთავაზეს. „სიტი“ არ აპირებს ფეხბურთელი 80-100 მლნ ევროზე ნაკლებად გაყიდოს.

„სელტა“ ახლოსაა მინგესა გადაიყვანოს „ბარსადან“ 3 მლნ ევროდ.

რაბიო ეკონტაქტება „მონაკოს“. „იუვე“ კარგი წინადადების სანაცვლოდ გაყიდის ფრანგ ნახევარმცველს.

მემფის დეპაიმ თანაგუნდელებს უთხრა, რომ „ბარსელონაში“ რჩება, თუნდაც კიდევ 6 ფორვარდი მიიყვანონ.

„ბარსა“ არ გაყიდის ტერ შტეგენს, ის ხელშეუხებელია. მაგრამ შესაძლოა ხელფასის შემცირება კი თხოვოს, როგორც ნებისმიერ სხვას.

„მანჩესტერს“ აინტერესებს „ვულვზის“ ფორვარდი პედრუ ნეტუ.

„ინტერის“ ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შესაძლოა „მარსელში“ აღმოჩნდეს.

„ბარსელონამ“ შესაძლოა „რეალის“ აღზრდილი რეგილონი შეიძინოს ალონსოს ნაცვლად.

ბორხა მაიორალი „რეალიდან“ „ხეტაფეში“ გადავა.

“რეალმა“ მოთხოვნა გააგზავნა „ჩელსისა“ და ალბანეთის ნაკრების 20 წლის ფორვარდ ბროეზე.

კრისტიან ერიქსენმა „მანჩესტერში“ 14 ნომერი აიღო, რომელიც ლინგარდს ეცვა, ხოლო ლისანდრომ მე-6, რომელიც პოგბას ეკუთვნოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ კარგი ასე არ თამაშობ: ვილი სანიოლი კვარაცხელიას ნამღერს გამოეხმაურა – ვიდეო

ვიდეო: მამარდაშვილი ისევ ძირითადში იყო – ისევ წინ გამოვიდა, მაგრამ აღარ გაუშვია