ქართველი გულშემატკივარი ამ დღეს დიდხანს ელოდა და ალილუია, ეს ნანატრი დღეც დადგა: ქართული ფეხბურთის იმედმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” დატოვა. დღეს, რუსულ მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც სანაკრებო შეკრებაზე სამი ჩანთით მოდის. რუსულ მედიაშიც წერდნენ, რომ ეს დასასრულს ნიშნავდა და დიდი ალბათობით ხვიჩა რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა.
ის აღარ დაბრუნდება: კვარაცხელიას ოჯახი მუქარებს იღებს – რუსები ხვიჩას “დაემშვიდობნენ”
ამის გადასამოწმებლად sport4me.ge სანდო წყაროს დაუკავშირდა, რომელიც ხვიჩას გარემოცვასთან დაახლოებული პირია. მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ კვარაცხელია სანაკრებო შეკრების შემდეგ ყაზანში აღარ დაბრუნდება.
მან ასევე გვითხრა, რომ არის მოლაპარაკებები სხვადახვა ევროპულ კლუბებთან. გარდა “ნაპოლისა” სხვა გუნდებიც არიან ქართველი ტალანტის გადაბირებით დაინტერესებული. ყველაფერი სანაკრებო მატჩების შემდეგ გაირკვევა.
ნაპოლის ინტერესი რეალურია: იტალიელები 15 მილიონს იხდიან
GIPHY App Key not set. Please check settings