in ,

მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა: რა ღირს ჩვენი მეკარე

საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.

2021 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით, 21 წლის ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი, მისი ფასი ერთბაშად 2 მილიონით გაიზარდა და 5 მილიონი ევროა.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა და 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ორჯერ ითამაშა თასის ნახევარფინალში ბილბაოს “ატლეტიკთან” და ერთი მატჩი მშრალად დაასრულა.

ცნობისთვის, “ვალენსიას” სხვა მეკარეები იასპერ სილესენი 4 მილიონი, ხაუმე დომენეკი კი, 2.5 მილიონი ევრო ღირს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წამოვიდა! – ამ დღეს დიდხანს ველოდით: კვარაცხელია რუსეთიდან წამოვიდა

ბორჯღალოსნებმა სამოას გადაასწრეს