in ,

ნაპოლის ინტერესი რეალურია: იტალიელები 15 მილიონს იხდიან

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტებისა და იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასა და “ნაპოლის” მესვეურებს შორის მოლაპარაკებები რეალურია და უდიდესი ალბათობით ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში ნეაპოლში გადავა.

დავრჩები თუ არა? ჯერ არ ვიცი: ხვიჩა კვარაცხელია

როგორც იტალიაში წერენ, “ნაპოლს” ზაფხულში ლორენცო ინსინიე დატოვებს და და სწორედ მის შემცვლელად მოიაზრებენ კვარაცხელიას. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბი ყაზანის “რუბინს” ქართველის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაუხდის.

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსული გუნდის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 2 გოლი გაიტანა.

კვარაცხელიამ გუშინ “რუბინს” მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ უკაპიტნა და 1:6 დამარცხდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავრჩები თუ არა? ჯერ არ ვიცი: ხვიჩა კვარაცხელია

იდიოტი და ბავარიული რეკორდები – XXVII ტური