in ,

ის აღარ დაბრუნდება: კვარაცხელიას ოჯახი მუქარებს იღებს – რუსები ხვიჩას “დაემშვიდობნენ”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ქართული ფეხბურთის იმედი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა სანაკრებო პაუზის შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნდეს და ყაზანის “რუბინში” კარიერა აღარ გააგრძელოს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული “მატჩ ტვ” ავრცელებს. წყაროს ცნობით, კვარაცხელიას ოჯახი მუქარებს იღებს და დიდი ზეწოლის ქვეშაა, რადგან ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს.

მოსკოვის ცსკა-სა და და ყაზანის “რუბინის” გუშინდელი მატჩისას კომენტატორებმა თქვეს, რომ დიდი ალბათობით რუსული გუნდის მაისურით ეს ხვიჩას ბოლო მატჩი იქნებოდა.

“საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს ბოსნიას და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. ეს სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩია. შესაძლოა ხვიჩა სანაკრებო მატჩების შემდეგ, ყაზანში აღარ დაბრუნდეს და ცსკა-სთან კაპიტნის სამკლაური სიმბოლური იყო”.

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები იტალიურ “ნაპოლისთან” აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ნაპოლის ინტერესი რეალურია: იტალიელები 15 მილიონს იხდიან

დავრჩები თუ არა? ჯერ არ ვიცი: ხვიჩა კვარაცხელია

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა ლობჟანიძე ტურის სიმბოლურში მოხვდა

კვეკვესკირი ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში: ნიკა ვიცე კაპიტანი გახდა