in ,

შოთა არველაძე: ეს იყო დიდი იმედგაცრუება

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ ინგლისური “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის რანგში მესამე შეხვედრა გამართა და ზედიზედ მეორედ წააგო.
შოთის გუნდი სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ უეინ რუნის “დერბისთან” 1:3 დამარცხდა.

შოთა რუნისთან დამარცხდა

შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთა არველაძემ მატჩი შეაფასა.

“პირველი გაშვებული გოლის შემდეგ გუნდი საერთოდ მოიშალა. წავაგეთ ყველა პირველი და მეორე ბურთი, ყველა ორთაბრძოლაში გამარჯვებული “დერბის” ფეხბურთელები იყვნენ. მეორე გოლის დროს მათი თავდამსხმელი მეკარესა და სამ მცველს შორის ისე ახტა, ჩვენმა ფეხბურთელებმა ხელი ვერ შეუშალეს და მხოლოდ თვალი გააყოლოს მის მოქმედებას.
ადრე ვთქვი, რომ ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და გუნდური სულისკვეთებით ვმუშაობთ, მაგრამ ის, რაც ამ შეხვედრაში მოხდა, ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. მარტივად, ეს თამაში იყო დიდი იმედგაცრუება”, – თქვა შოთიმ.

არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას, 12 თებერვალს სატურნირო ცხრილის ლიდერ “ფულჰემთან” გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 4 ქულა და მორიგი გამარჯვება

ტრანსფერები დამთავრდა, ჭორები გრძელდება: იყიდის რეალი მბაპეს ან ჰაალანდს