in

ტრანსფერები დამთავრდა, ჭორები გრძელდება: იყიდის რეალი მბაპეს ან ჰაალანდს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მიუხედავად, საუბრები ფეხბურთელებზე მაინც გრძელდება: ვინ სად წავა, გამართლდება თუ არა მოლოდინი? ბევრი პასუხგაუცემელი კითხვააა და აგერ ძირითადი ჭორები.

Amazon Prime, Mirror-ის თქმით, მბაპეს ,,რეალში’’ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, თუმცა ფეხბურთელის თქმით, მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

პსჟ-მ შესაძლოა ჰაალანდი იყიდოს, თუ მბაპე წავა. კლუბი მზადაა 75 მლნ ევრო გადაიხადოს და 10-15 მლნ ბონუსად დაამატოს.

არ წყდება საუბრები ჰაალანდის მადრიდში გადასვლასთან დაკავშირებით, რაც დიდ უსიამოვნებას იწვევს ფრანგ სუპერვარკვლავ კარიმ ბენზემაში, რომელიც თადარიგს იჭერს და კლუბის პრეზიდენტთან  მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“ვესტ ჰემის” მწვრთნელი დევიდ მოიესი მიიჩნევს, რომ 23 წლის დეკლან რაისი 100 მილიონ ფუნტზე მეტი ღირს. “მანჩესტერ”, “ჩელსი” და “სიტი” დაინტერესებული არიან ინგლისელის ტრანსფერით.

“ბაიერნის” მცველი და “ჩელსის” სამიზნე 26 წლის ნიკლას ზიულე დათანხმდა დორტმუნდის “ბორუსიას” შეუერთდეს ზაფხულში.

“არსენალის” კრახი 24 წლის კრისტოფორ ნკუკუს დევნაში. “ლაიპციგის” მესვეურებმა ფეხბურთელის ერთი სეზონით გერმანიაში დარჩენის შესახებ განაცხადეს.

“მანჩერსტერი” დათანხმდა 12 მილიონ ფუნტად 26 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდრეას პერეირა სამუდამოდ გაუშვას “ფლამენგოში”.

“ვულვერჰემპტონის” ბოსმა ბრუნო ლაგემ მხარი დაუჭირა 26 წლის ესპანელ გარემარბს, ადამ ტრაორეს. შთამბეჭდავი სადებიოტო მატჩის შემდეგ ის თანახმაა 29 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს ესპანელს.

“ბარსელონა“ ხორვატ ბროზოვიჩს 5-წლიან კონტრაქტს და 8 მლნ ევროს თავაზობს. „ინტერი“ 6 მლნ-ს და 4-წლიანს იძლევა.

„მანჩესტერი“ “ბარსელონას” მცველ არაუხოს 10 მლნ ევროს ჰპირდება წლიურად.

„ბარსას“ სურს ზაფხულში 3-4 მცველი დაიმატოს. კუნდე და კრისტენსენი – ვარიანტების სიაში არიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა არველაძე: ეს იყო დიდი იმედგაცრუება

ბითაძის 30 წუთი და 14 ქულა