in ,

შეუჩერებელი ბუდუ: საუკეთესო მამარდაშვილი – ლეგიონერები

ქართველი ლეგიონერებისთვის ნორმალური უქმეები გამოვიდა. სანაკრებო პაუზას განსაკუთრებით კარგს ფორმაში ხვდება უნგრული “უიპეშტის” ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მე-4 შეხვედრაში მე-5 გოლი გაიტანა. თურქეთის სუპერლიგაში გამორჩეული თამაში ჰქონდა საბა ლობჟანიძეს, ხოლო ლა ლიგაში მორიგი მშრალი შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა.

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “ალფონსო პერესზე” “ხეტაფეს” ეთამაშა და უგოლოდ დაშორდა 0:0. გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრა 6 სეივით დაასრულა და sofascore-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მამარდაშვილმა კარი ისევ მშრალად შეინახა, თუმცა…

მამარდაშვილის კარგი მატჩი: ყველაზე მაღალი შეფასება ორივე გუნდში

ინგლისის ჩემპიონშიფში ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა “ჰალ სიტიმ”, რომელმაც “ბირმინგემთან” 0:0 ითამაშა.

დამსახურებული ქულა: შოთას ჰალმა სტუმრად ქულა აიღო

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამომ” “სანკტ პაულისთან” 1:1 ითამაშა. გიორბელიძე ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ბელგიის იუპილერ ლიგაში ლევან შენგელიას “ლეუვენი” “როიალ უნიონთან” 1:4 დამარცხა. შენგელიამ 38-ე წუთიდან ითამაშა.

გიორგი მიქაუტაძის “სერენმა” “სტანდარდი” 1:0 დაამარცხა. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგი” “აუსტრიას” დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ლოჩოშვილი უკვე მე-2 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა/ ლუკა მარვინ მარტინესს თავით შეასკდა და ცხვირი გაიტეხა.

თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა. მისმა “ჰათაისპორმა” კი “ქარაგიუმრუქი” 3:0 დაამარცხა. ვატო არველაძე “ქარაგიუმრუქის” განაცხადში ისევ არ ყოფილა.

რუსეთის პრემიერლიგაში ზურიკო დავითაშვილის “არსენალი” მოსკოვის “დინამოსთან” 1:4 დამარცხდა. ზურიკო 71-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთის პირველ დივიზიონში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა გიორგი მერებაშვილმა. მისი “პოდბესკიძიე” “პუშჩასთან” 2:4 დამარცხდა.

სლოვაკეთში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” შინ ვერ მოუგო “რუჟომბეროკს” – 1:1. კანკავა 27-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, ხოლო ერთი წუთით ადრე გააფრთხილეს. რაც შეეხება კაშიას, ის თამაშში 87-ე წუთიდან ჩაერთო.

უნგრეთში “უიპეშტში” გადასვლის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში გამოიჩინა თავი – ამ გუნდის მაისურით მან მთავარ ლიგაში მე-4 მატჩი ჩაატარა და მე-5 გოლი მიითვალა. “უიპეშტმა” კი ბოლო 4 მატჩში ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი და ცოტა ხნის წინ აუტსაიდერ გუნდს გაუჩნდა შანსი, სამეულში მოსახვედრად იბრძოლოს. ამჯერად, ჩვენიანის გუნდმა სტუმრად 2:1 მოუგო “დებრეცენს” და დაარსებიდან 120 წლის იუბილე ჩაუშხამა.

სამხრეთ კორეაში ვაკო ყაზაიშვილმ (“ულსან ჰიუნდაი”) 59-ე წუთიდან ითამაშა და ორ წუთში პირველი საგოლე პასი გააკეთა ახალ სეზონში, რის შემდეგაც მისმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა “სეულთან” საშინაო მატჩში, საბოლოოდ კი 2:1 გაიმარჯვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნი შანსს იძლევა, ჰერტას ტაიფუნი მოაშორეს – XXVI ტური

სოლომან მანაშვილი და გიორგი ელბაქიძე ევროპის ჩემპიონები არიან