in

თბილისის დინამო ლეგიონერებით გაძლიერდა, ტაბიძე წავიდა

“დინამო თბილისს” ხორვატი შემტევი დენის ბუშნია შეუერთდა. ფეხბურთელი დინამოელთა რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა, მისი ბოლო კლუბი სლოვენიური “ბრავო” გახლდათ. ახალგაზრდა ფლანგელს, შეტევის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში.

დენის ბუშნია ხორვატული “რიეკას” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ამ კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს მას ხორვატულ „ისტრასა“ და სლოვაკურ „სერედში“ უასპარეზია.

რაც შეეხება ბუშნიას სანაკრებო კარიერას, იგი ხორვატიის 16-წლამდე, 19-წლამდე, 20-წლამდე და 21-წლამდე ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.

დენის ბუშნიასა და „დინამოს“ შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. ხორვატი შემტევი ლურჯ-თეთრების რიგებში 25 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

„დინამომ“ ესპანელი მცველი კიკე ლოპესიც დაიმატა. იგი კლუბს ავსტრალიური „მელბურნ ვიქტორიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კიკეს თამაში როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია.

კიკე ლოპესი „ალკორკონის“ აღზრდილია. კარიერას განმავლობაში, იგი კიდევ ერთი ესპანური გუნდში „უნიონ ადარვეში“ თამაშობდა. სამშობლოს გარდა, ლოპესი ასპარეზობდა მექსიკაში, სადაც „სან ლუისისა“ და „კერეტაროს“ ღირსებას იცავდა. 29 წლის მცველს ყაზახური „ასტანას“ რიგებშიც უთამაშია.

ლოპესთან ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა, იგი 30 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

საკლუბო კარიერა

2014-17 ალკორკონი (ესპანეთი)
2017-18 უნიონ ადერვა (ესპანეთი)
2018-19 სან ლუისი (მექსიკა)
2019-20 კერეტარო (მექსიკა)
2021 ასტანა (ყაზახეთი)
2022-23 მელბურნ ვიქტორი (ავსტრალია)

„დინამო“ დატოვა ჯიმი ტაბიძემ. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ტაბიძე „დინამოელთა“ ღირსებას 2022 წლიდან იცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ვიცე-კაპიტანმა 2022 წლის სეზონში „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, მიმდინარე წელს კი, სუპერ თასსაც დაეუფლა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპაზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა: A დივიზიონი და მეტი შანსი

ქართული სული – ეს სიყვარულია ქვეყნისა, რომელისთვისაც მუდმივად იბრძვიან, არასოდეს ნებდებიან: ილიას ზუროსი საქართველოზე