in

ევროპაზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა: A დივიზიონი და მეტი შანსი

3-16 იანვარს, ისრაელის ქალაქ ნეთანიაში, წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. 12 სექტემბერს ტურნირის წილისყრა გაიმართა, რომელმაც ქართველი წყალბურთელების მეტოქეები გამოავლინა.

16 ნაკრები ორ დივიზიონში გადანაწილდა. გასული ევროპის პირველობის შედეგების მიხედვით.

საქართველოს ნაკრები A დივიზიონში მოხვდა. აქ არიან ხორვატია, უნგრეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი და მონტენეგრო.
B დივიზიონში მოხვდნენ გერმანია, სერბეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ისრაელი, მალტა, სლოვაკეთი და სლოვენია.

8-8 ნაკრები ორ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა.

A დივიზიონი

A ჯგუფი: ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი, მონტენეგრო.
B ჯგუფი: უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი, საქართველო.

B დივიზიონი

C ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, ისრაელი, მალტა.
D ჯგუფი: რუმინეთი, ნიდერლანდები, სლოვენია, სლოვაკეთი.

A დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, მესამე-მეოთხე ადგილოსნები კი მეორე დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულებს შეხვდებიან და მათ შორის გამოვლინდება დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა. მოკლედ, ამ წესის გამო, პლეი-ოფში გასვლის შანსი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ძალიან ძლიერი შეგვხდა.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე მე-8 ადგილია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსა მაისურზე Rolling Stones-ის ლოგოს დაიხატავს და რეალს ისე ეთამაშება

თბილისის დინამო ლეგიონერებით გაძლიერდა, ტაბიძე წავიდა