in ,

ბაიერნი შანსს იძლევა, ჰერტას ტაიფუნი მოაშორეს – XXVI ტური

იშვიათი რამაა, „ბაიერნმა“ ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო ჩემპიონატში – მიჯრით ორი 1:1 და შანსი მისცა მდევარს. ბავარიელთა “სოფლელი” მეტოქე მშვენიერ ფორმაშია და ეს ფრეც არ არის გასაკვირი, თანაც ქულები “ჰოფენჰაიმსაც” სჭირდება, რადგან ძალიან რეალური შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს.

“ბაიერნის” მიცემული შანსი “ბორუსიამ” გამოიყენა, არც თუ მარტივი, მაგრამ 3 ქულა მაინც მიითვალა და ახლა სატურნირო ცხრილში სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა. თან გავითვალისწინოთ, რომ დორტმუნდელებს ერთი თამაში თადარიგში აქვთ და თუ ისიც მოიგეს, 4-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნება და ინტრიგაც მოიმატებს.

ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ფრაიბურგში, სადაც მასპინძლებმა პირველი ტაიმი კომფორტული 2:0 მოუგეს „ვოლფსბურგს“, თუმცა სტუმრებმა ანგარიში 84-ე წუთზე გაათანაბრეს. მიუხედავად ამისა, „ფრაიბურგმა“ გამარჯვება მაინც მოახერხა, 3 წუთში და 3 წუთით ადრე გადამწყვეტი, მესამე გოლიც შეაგდო. ამით „ფრაიბურგი“ ქულებით გაუთანაბრდა „ჰოფენჰაიმს“ და თავად ისკუპა მე-4 ადგილზე.

ოღონდ ეს სანამ “ლაიპციგი” მორიგ მატჩს არ მოიგებდა. აუტსაიდერი “ფიურტის” განადგურების შემდეგ ლაიპციგელები ავიდნენ მე-4 ადგილზე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სამივე გუნდს – “ლაიპციგი”, “ფრაიბურგი”, “ჰოფენჰაიმი” – თანაბარი, 44 ქულა აქვთ, ხოლო უდროოდ დროს წაგებული “ბაიერი” სულ 1 ქულითაა წინ.

„ჰერტა“ დაეშვა გასავარდნ ზონაში, ეს გუნდი გაუთავებლად აგებს, ფრეც კი სანატრელი გაუხდათ ბერლინელებს. გუნდი აგებს აუტსაიდერებთან, შინაც და გარეთაც და ხშირად დიდი ანგარიშით – ასე საშველი არ ჩანს და აწი რა იქნება კი გამოჩდება. აგერ კონკურენტმა „შტუტგარტმა“ ორ მატჩში 4 ქულა აიღო და ქულებით კი გაუთანაბრდა, მაგრამ ცხრილში გაუსწრო კიდეც.
“ჰერტამ” გადაწყვიტა თავს უშველოს, ტაიფუნ კორკუტა გაუშვა და საშველად გამოცდილ და წესრიგის დიდ მოყვარულ ფელიქს მაგატს დაუძახა, ჯერ სეზონის ბოლომდე.

“ბაიერნმა” 1934 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და გაუთანაბრდა “ვერდერს”, რომელსაც ბუნებრივია უკვე მომდევნო ტურში გადაასწრებს.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგურ სეზონში სტუმრად გატანილი გოლების რეკორდი გაიმეორა – 17. მარტო ჰაინკესს და ვერნერს გაუტანიათ ამდენი.

ლევანდოვსკის 43 გოლი აქვს გატანილი „ბაიერნის“ 36 მატჩში ამ სეზონში.

19 წლის მუსიალა „ბაიერნის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 50 მატჩი ჩაატარა.

ნაგელსმანი: „ფრე დამსახურებული არ არის. 3 გოლი გავიტანეთ მილიმეტრებიანი თამაშგარედან და უფრო ახლოს ვიყავით მოგებასთან“.

ჰაალანდმა პირველად ითამაშა იანვრის შემდეგ.

ტედესკოს “ლაიპციგი” 8 მატჩია არ აგებს – 6 მოგება და 2 ფრე. 3 მოგება დიდი ანგარიშით.

“ჰოფემჰაიმი” 5 მატჩია არ აგებს, ამ ფრემდე 4 გამარჯვება ჰქონდა.

“ჰერტას” 9-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, გუნდმა ზედიზედ მეხუთედ წააგო, ხოლო მეორე წრეში საერთოდ არ მოუგია.

“ბაიერმა” შინ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დააასრულა.

ბუნდესლიგა – XXVI ტური

უნიონი – შტუტგარტი 1:1
ჰოფენჰაიმი – ბაიერნი 1:1
ფრაიბურგი – ვოლფსბურგი 3:2
გლადბახი – ჰერტა 2:0
ლევერკუზენი – კიოლნი 0:1
დორტმუნდი – არმინია 1:0
აინტრახტი – ბოხუმი 2:1
ფიურტი – ლაიპციგი 1:6
აუგსბურგი – მაინცი გადაიდო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბენჯამინ ბატონი ხარ ბიჭო… XXIX ტური

შეუჩერებელი ბუდუ: საუკეთესო მამარდაშვილი – ლეგიონერები